"სამზარეულოს ომების" გამარჯვებულები კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულები გახდნენ
24 ივნისი 2024
კულინარიული შოუს "სამზარეულოს ომების" ქართული სეზონის გამარჯვებულები აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის კურსდამთავრებულები მაშიკო ზამთარაძე და ალექსანდრე შათირიშვილი გახდნენ.
მაშიკო ასევე არის აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული.