საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
18 სექტემბერი 2023
პირველკურსელებს შეხვდნენ ცოდნის ფონდის დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე, აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ვატო ლეჟავა, პრორექტორი მარინა ქარჩავა, სტუდენტების დეკანი შაკო თავაძე და უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი და კოორდინატორი. სტუდენტები გაეცვნენ პირველკურსელებისათვის საჭირო ინფორმაციას: სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, დაფინანსების შესაძლებლობებს, კამპუსის ინფრასტრუქტურას და სხვა.
