საქართველოში პირველი ოფიციალურად დაარსებული VET CT გაიხსნა კახა ბენდუქიძის კამპუსში

23 ნოემბერი 2025

საქართველოში პირველი ოფიციალურად დაარსებული წვრილი ცხოველების კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრი VET CT გაიხსნა კახა ბენდუქიძის კამპუსში.

კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული დიაგნოსტიკური შემთხვევებისთვის. მისი უპირატესობები ტრადიციულ რენტგენთან შედარებით მოიცავს მაღალ რეზოლუციას, შრეობრივ გამოსახულებას და მთელ სხეულზე 3D რეკონსტრუქციის შესაძლებლობას, რაც სამკურნალო გეგმის უფრო ზუსტ შერჩევას და ქირურგიული ჩარევების უკეთ დაგეგმვას უზრუნველყოფს.

კახა ბენდუქიძის კამპუსში კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრის გახსნა ვეტერინარიუმს აძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო განვითარდეს დაავადებების დიაგნოსტირების სფეროში. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის ახალგაზრდა და დაინტერესებულ ვეტერინარებს კი საშუალებას აძლევს რადიოლოგია და თანამედროვე ვიზუალიზაციის მეთოდები უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ.

VET CT 1 VET CT 2 VET CT 3