შეხვედრა სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსთან და გერმანელ ექპერტებთან
22 მარტი 2015
ორშაბათს, 23 მარტს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ესტუმრებიან:
კარლო ამირგულაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი.
პროფესორი ერიკ მაიესი - საერთაშორისო გერმანული ორგანიზაცია GTZ -ის წარმომადგენელი საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის კოორდინატორი.
დიტერ მულერი - გერმანელი ექსპერტი სატყეო დარგში.
სტუმრები ისაუბრებენ აგროსფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, განხილული იქნება სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, დასაქმების სფეროები და პრაქტიკის ობიექტები.
შეხვედრა გაიმართება 16:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში.
დასწრება თავისუფალია.