სეზონური სკოლა "საქართველოს ძირითადი ნიადაგები და ნიადაგმცოდნეობის აქტუალური საკითხები"

17 ივლისი 2019

15 ივლისს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიხსნა სეზონური სკოლა "საქართველოს ძირითადი ნიადაგები და ნიადაგმცოდნეობის აქტუალური საკითხები".
 
ღონისძიება წარმოადგენს სეზონურ სკოლას, მისი მიზანია საქართველოს ძირითადი ნიადაგების განხილვა და შეჯერება თანამედროვე ნიადაგმცოდნეობის აქტუალურ საკითხებთან. ღონისძიების ამოცანებია:საველე პირობებში საქართველოს ძირითადი ნიადაგების გაცნობა და თანამედროვე ნიადაგმცოდნეობის აქტუალური საკითხების განხილვა. პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის ძირითადი ნიადაგების (ყვითელმიწა, სუბტროპიკული ეწერები, ჭაობიანი, წითელმიწა, მთა-მდელოს, მთა-ტყე-მდელოს, ყვითელ-ყომრალი, შავი, შავმიწა, ყომრალი, ყომრალ-შავი, ყავისფერი, მდელოს-ყავისფერი, კორდიან-კარბონატული, დამლაშებული) საველე პირობებში გაცნობას.
 
საველე გასვლებში მონაწილეობს ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების 20 სტუდენტი და 5 პროფესორ-მასწავლებელი, მათ შორის 2 უცხოელი. პროექტის ფარგლებში მომზადდება და საბოლოო შედეგები განთავსდება ვებ-გვერდზე Soil.ge

მსგავსი სიახლეები