შპიცი ბუბის ისტორია
02 დეკემბერი 2025
ეს არის შპიცი ბუბი, 3.5 წლის.
ბუბი ვეტერინარიუმში მოიყვანეს გეგმიური კასტრაციისთვის. პროტოკოლის შესაბამისად ჩაუტარდა სრულყოფილი წინასაანესთეზიო შეფასება, მათ შორის:
- სისხლის საერთო ანალიზი (მორფოლოგიით)
- ბიოქიმიური პროფილი
- ელექტროლიტების განსაზღვრა
- გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა
გულის ულტრაბგერითი კვლევის შედეგად გამოვლინდა მარცხენა წინაგულის დილატაცია და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში კონგესტიური ცვლილებები.
კლინიკის ანესთეზიოლოგმა და ფართო პროფილის თერაპევტმა, ნათია რობაქიძემ, პაციენტს დამატებით ჩაუტარა გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ფილტვების მდგომარეობის შეფასების მიზნით.
რენტგენოგრაფიის შედეგებით დაფიქსირდა კარდიომეგალია და მკვეთრად გაძლიერებული პულმონური ვასკულარული სურათი.
პატრონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბუბი აქტიური და სპორტული ძაღლია, ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა ხველა, განსაკუთრებით დატვირთვისას და სწრაფად დაღლა ფიზიკური აქტივიბებისას.
ნათია რობაქიძემ პაციენტს დაუნიშნა შესაბამისი კარდიოლოგიური თერაპია. 3 კვირის შემდეგ ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევებმა აჩვენა კლინიკური და ფუნქციური გაუმჯობესება. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, ბუბის გაუკეთდა ოპერაცია კლინიკის ქირურგიის განყოფილების უფროსის ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ.
ექიმმა ბუბი ისევ დაიბარა კლინიკიაში დაახლოებით 3 თვის შემდეგ, მისი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით და პაციენტის მფომარეობა კვლავ გაუმჯობესებული იყო, კლინიკური ნიშნები შემცირებული.
ბუბი მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს ვეტერინარიუმში 6-თვიანი ინტერვალებით, რათა მოხდეს გულის მდგომარეობის დინამიკური კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კორექცია.
ქირურგიული მანიპულაციების წინ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის სრულად გამოკვლევა, რადგან ცხოველებში დაავადებების ჩამოყალიბება და მათი ადრეულ სტადიაზე გამოვლინება ხშირად პატრონებისთვის შეუმჩნეველია.
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერი 2025
დობის ისტორია
23 ნოემბერი 2025
საქართველოში პირველი ოფიციალურად დაარსებული VET CT გაიხსნა კახა ბენდუქიძის კამპუსში
21 ნოემბერი 2025
შპიცი ბოას ისტორია
20 ნოემბერი 2025
გოგუნას ისტორია
17 ნოემბერი 2025