Students for Liberty-მ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები გამოარჩია
19 მარტი 2018
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, ლიზა კაციაშვილი და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ გოგოლაშვილი აშშ-ში გამოარჩიეს!
ორგანიზაცია Students for Liberty-ს ორგანიზებით ამერიკაში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, რომელზე დასასწრებადაც მსოფლიოს მასშტაბით 50 წევრი-ლიდერი შეირჩა. საქართველოდან კი სწორედ აღნიშნული სტუდენტები გაემგზავრნენ კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტებიდან.
ლიზას და მარიამის ჯგუფი ასევე წარდგენილი იყო წლის საუკეთესო ჯგუფის ნომინაციაზე და ჩვენი სტუდენტების დუეტმა აღნიშნულ ნომინაციაში გაიმარჯვა!
მათი ორგანიზებით 2017 წელს Students for Liberty-ს ევროპის ნაწილის კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო და 900-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.