სუბაორტული სტენოზი და გადაუდებელი ცისტოტომია
07 თებერვალი 2026
სუბაორტული სტენოზი და გადაუდებელი ცისტოტომია.
ვეტერინარიუმში მოიყვანეს ჩაპა დაახლოებით 13 წლის მეტისი. მისი ზუსტი ასაკი უცნობია, რადგან ქუჩიდან არის შეფარებული.
კლინიკაში ჩატარებული ფიზიკური გამოკვლევის დროს, გულის აუსკულტაციისას გამოვლინდა პათოლოგიური სისტოლური შუილი. ამის შემდეგ ჩაპას ჩაუტარდა გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა სუბაორტული სტენოზის დიაგნოზი. პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენა პარკუჭის კომპენსატორული კონცენტრული ჰიპერტროფია და აორტის დილატაცია. აღნიშნული ცვლილებების გამო გამოვლინდა შეგუბებითი პროცესები სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში.
გულში არსებული პათოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, ჩაპას ესაჭიროებოდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ცისტოტომია, რადგან უროლითიაზის გამო შარდის ბუშტში არსებული სტრუვიტების ფონზე ის ვერ ახერხებდა ნორმალურად შარდვას და მუდმივად განიცდიდა ტკივილს.
ვეტერინარიუმის გუნდმა სრულად გაითვალისწინა, რომ სუბაორტული სტენოზის მქონე პაციენტებში საანესთეზიო რისკი მაღალია. გულის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების შედეგად დარღვეულია ჰემოდინამიკა, რის გამოც შესაძლებელია კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიწოდების შემცირება და განვითარდეს მიოკარდიუმის იშემია, არითმიები ან გულის უკმარისობა.
ამიტომ ჩაპასთვის კლინიკის ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ შეიმუშავა ინდივიდუალური საანესთეზიო გეგმა, რომელიც გულის ფუნქციის წინასწარ სტაბილიზაციასაც ითვალისწინებდა. აღნიშნული მიდგომის შედეგად ანესთეზიის პროცესი წარმატებით წარიმართა. ცისტოტომია გააკეთა კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. ქირურგს ასისტირებას უწევდა ბარბარე ქურციკიძე.
მსგავსი სიახლეები
05 თებერვალი 2026
ვეიმარანერის ისტორია
03 თებერვალი 2026
ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა პეკინესში
02 თებერვალი 2026
იორკშირული ტერიერი ბრაუნის კლინიკური შემთხვევა
24 იანვარი 2026
ვეტერინარიუმის კიდევ ერთი თანამშრომელი გაივლის ინტენსიურ პრაქტიკას ესტონეთში
23 იანვარი 2026