სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ახალი პროგრამის ღია კარის დღე

03 მაისი 2024

საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა, კერძო სექტორთან პარტნიორობით, შეიმუშავა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ახალი სასერტიფიკატო პროგრამა.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა საგანს, მათ შორის: შესავალი სურსათის უვნებლობაში, სურსათის მიკრობიოლოგია და ქიმია, სურსათის საფრთხეები, HACCP-ის სისტემა, მართვის ინსტრუმენტები და აუდიტი.

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად 27 აპრილს ჩატარდა ღია კარის დღე კახა ბენდუქიძის კამპუსში.

პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

4 Ria Karis Dre 1 Ria Karis Dre 2 Ria Karis Dre 3 Ria Karis Dre 5 Ria Karis Dre