Ultra- ს მარკეტინგის მენეჯერი ლიკა ოხანაშვილი კამპუსში
02 მაისი 2015
1 მაისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრად ეწვია ტექნიკის კომპანია "Ultra"- ს მარკეტინგის მენეჯერი და "NX"-ის სპიკერი ლიკა ოხანაშვილი.
სტუმარმა თავდაპირველად მიმოიხილა კომპანიის საქმიანობა, შემდეგ ჩაატარა ტრენინგი, რომლის ძირითადი თემები იყო:
გაყიდვების პროცესის წარმართვა და სტიმულირება;
გაყიდვების ფსიქოლოგია;
რეკლამა და რეკლამის ფსიქოლოგია;
ახალი პროდუქტის დანერგვა და განვითარება.
შეხვედრაზე ჩატარდა სიმულაციური თამაში, რომელიც სტუდენტებს დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ ტრენინგის დროს მიწოდებული ინფორმაცია.
ლექციის ბოლოს სტუამრმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
ლექციის ოგრანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები: ზურა მაისურაძე, ირაკლი გზირიშვილი, მარიამ როსტიაშვილი და ნატალია ოქროშიაშვილი.
შეხვედრა შედგა პროექტ "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში, რომელსაც აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.