ვარნის საერთაშორისო კონფერენცია
18 ივლისი 2013
2013 წლის 20-21 ივნისს, ქალაქ ვარნაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე „მანქანები სოფლის მეურენობაში.“
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ორ სექციად იყო გაყოფილი:
- მანქანები სოფლის მეურნეობაში ; გამოკვლევა და გამოცდა; ახალი ტექნოლოგიები
- მანქანების გამოყენება; სერვისი; ეკოლოგია
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 88-ზე მეტი მეცნიერი გერმანიიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ასევე ირანიდან.
კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს აგრარული მეცნიერებების აკადემიის აკადემიკოსი, ბატონი ჯემალ კაციტაძე.
ბატონი ჯემალის მოხსენება შეეხებოდა სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის გაცვეთილი დეტალების აღდგენის რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავებას საიმედოობის გაზრდის მიზნით.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ის მოწყობილობები, დანადგარები და სამარჯვები, რომლებიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის შიდასაუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში დამუშავდა, დამზადდა და გამოიცადა. მოწყობილობების უმრავლესობის ინოვაციურობა დაცულია ჩვენს მიერ მოპოვებული პატენტებითა და გამოგონებებზე საავტორო მოწმობებით.
ბატონმა ჯემალმა კონფერენციაზე წარადგინა ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტული და თეორიული კვლევები ალბათურ-სტატისტიკური მოდელირების, ექსტრემალური ექსპერიმენტების დაგეგმვისა და მსგავსობითობის თეორიის მეთოდების გამოყენებით.
წარდგენილმა პროექტმა მსმენელთა მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, დაიწყო მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობაზე.