Welcome Party - 2016

07 ოქტომბერი 2016

6 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ტრადიციული Welcome Party ჩატარდა.
 
საღამოზე ცოდნის ფონდის დირექტორმა, ანასტასია ბენდუქიძემ და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ ადგილობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის და საერთაშირისო ოლიმპიადაში მინაწილეობისთვის, პირველკურსელები - არსენ ეგრისელაშვილი, ელენე ყარანგოზიშვილი, ცოტნე შენგელია, ბაკურ ცუცხაშვილი, დავით ბეჟანიშვილი, გიორგი სხირტლაძე და გიორგი ბაღდავაძე სასწავლო გრანტებით დააჯილდოეს.
 
ასევე, კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისგან ერთწლიანი სასწავლო გრანტი გადაეცა თავისუფალი უნივერსიტეტის 8-ვე პროგრამის ყველაზე მაღალქულიან პირველკურსელს:
ბიზნესის სკოლა - რატი პერტია
აზიის აფრიკის ინსტიტუტი - თამარ ტყემალაძე
სამართლის სკოლა - ელენე კუტალაძე
MACS პრორგამირება - ლევან ტაბიძე
MACS ინჟინერია - ელგუჯა არჩემაშვილი
ფიზიკის სკოლა - გიორგი წერეთელი
მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლა - ნატა ოღრაპიშვილი
VADS - თეკლა პაიჭაძე.
 
კერძო კომპანიებმა კი აგრარული უნივერსიტეტის მაღალქულიან სტუდენტებს სრულად დაუფინანსეს პირველი კურსის სწავლის საფასური:
 
ტერაბანკის რჩეულები გახდნენ თავისუფალი მეცნიერებების სტუდენტები თამარ სხილაძე და მარიამ გიორგაძე, ასევე ბიზნესის სკოლის სტუდენტი ანა კვარაცხელია და ინჟინერიის სკოლის სტუდენტი ნიკოლოზ მეხრაძე.
 
ქართული ჩიფსების მწარმოებელი კომპანია ფრიქსის რჩეული გახდა აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლის სტუდენტი თამარ ხატისაშვილი.
 
ეფეს საქართველო - ლუდსახარში ნატახტარის რჩეულები - აგრო სკოლის სტუდენტი დავით რაზმაძე და ინჟინერიის სტუდენტი შოთა დათაშვილი.
 
აჭარა ჯგუფმა ბიზნესის სკოლის სტუდენტს თამარ დაჰკოშვილს დაუფინანსა სწავლა.
 
ასევე, კომპანია სინგულარმა სწავლა დაუფინანსა თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სტუდენტს, საბა ბეჟაშვილს.
 
უნივერსიტეტების კანცლერმა, ალექსანდრე კაჭარავამ და სტუდენტებთან ურთირთობის კოორდინატორმა, შაკო თავაძემ სამასხოვრო პრიზებით დაჯილდოვეს საველე პრაქტიკის ფოტოკონკურსში გამარჯვებული სტუდენტები:
 
ადგილობრივი ბუნების ამსახველი ფოტო - ნინო გონგაძე
საველე საქმიანობის ამსახველი ფოტო - გიორგი ჭაქვაძე
ფოტო თავისუფალ თემაზე - მარიამ ჩალიგავა
ჟიურის სიმპათია - გიორგი კერძაია.
 
დასკვნით ნაწილში უნივერსიტეტების პრორექტორმა ნათია სამუშიამ თავისუფალი უნივერსიტეტის "სტუდენტური არჩევანის" გამარჯვებულებს ასევე ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი გადასცა.
 
სტუდენტები, გიორგი მენაბდე, ანა გურგენიძე, ბაჩო გაბრიჭიძე, ანა ქარაბაკი, ქეთევან ბორაშვილი, გოდერძი მურთაზაშვილი, ერეკლე ლეკვეიშვილი და ვახტანგ ძაბირაძე საკუთარმა ჯგუფელებმა თავად გამოავლინეს და მათ ერთი წლის განმავლობაში სწავლისს საფასურს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი გადაუხდის.
 
Welcome Party-ზე დაუკრეს ჯგუფებმა:
გამოუვალი მდგომარეობა
Fall Gruc
Bedford Falls
 
საღამო მიყავდათ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს, ანი მელიშვილს და აგრარული უნივერსიტეტსი სტუდენტს, ზიად ალიევს.
 
უნივერსიტეტების ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და სტუდეტების თანადაფინანსებისთვის.

მსგავსი სიახლეები