საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტი გიწვევთ ვეტერინარია-მეცხოველეობის მიმართულებით სტუდენტთა და სპეციალისთა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე "კვალიფიციური სპეციალისტი - წარმატების გარანტი" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 2015 წლის 20 ნოემბერს.
კონფერენცია ტარდება სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (სეს) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია „სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა განვითარება-საქართველო“ (CBA-G) პროექტით, რომელიც დაფინანსებულია SIDA-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მიერ.
კონფერენციაში წარმოდგენილი იქნება სამი მიმართულება:
წინასწარი პროგრამით გათვალისწინებულია დარგობრივი სექციები (მიმართულებები):
(თუ მოხსენებები ცოტა იქნება იმუშავებს ნაკლები რაოდენობის სექცია)
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.
მისამართი: საქართველო, თბილისი,0159, დ. აღმაშენებლის ხეივანი 240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი
კონფერენციის ჩატარების ადგილი: კამპუსის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია #200) და 113-ე აუდიტორია.
ყველა მიღებული პრეზენტაცია და ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში.
ნაშრომის წარმოდგენის წესი:
ნაშრომის სტრუქტურა:
კონფერენციის მუშაობის რეგლამენტი:
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელ-ვერსიის სახით შემდეგ მისამართზე: l.makaradze@agruni.edu.ge
მნიშვნელოვანითარიღები:
15 მარტი - წინასწარი თანხმობა კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ და თემის/მოხსენების სათაური.
15 ივნისი - სტატიის ელექტრონული ვერსიების წარმოდგენის ბოლო დღე;
15 ივნისი - კონფერენციის მონაწილის მიერ შეტყობინება კონფერენციაზე სტენდური ნაშრომით წარდგენის შესახებ
20 ივლისი – სარედაქციო კომიტეტის მხრიდან შეტყობინება ზეპირი მომხსენებლების შერჩევის შესახებ
25 აგვისტომდე - სარედაქციო კომიტეტის მხრიდან შეტყობინება შერჩეული სამეცნიერო ნაშრომების დაბეჭდვის შესახებ;
20 ნოემბერი – კონფერენციის ჩატარება:
შენიშვნა: დასაშვებია სტენდური მოხსენებებიც კონფერენციის ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმებით. ნებისნიერ შემთხვევაში ყველა ნაშრომი წარმოდგენილ უნდა იქნას საორგანიზაციო კომიტეტში ელექტრონული ფორმით დადგენილ ვადებში.
v საორგანიზაციო კომიტეტი უფლებას იტოვებს არ დაბეჭდოს ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებას;
v ერთი და იგივე ავტორისაგან ორზემეტი სტატია არ მიიღება;
v თუსამეცნიერო ნაშრომის ავტორისაპატიო მიზეზით კონფერენციის მუშაობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას,საორგანიზაციო კომიტეტიმისთვის უზრუნველყოფს შრომათა კრებულის ერთი ეგზემპლიარის გადაცემას და ამ ნაშრომის ავტორთა ჯგუფზე ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას.
v საორგანიზაციო კომიტეტი პასუხისმგებელია კონფერენციის მასალების თემატიკაზე, ხოლო სტატიების შინაარსზე, მათში მოყვანილ შედეგებზე და დასკვნებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ავტორს (ებს) (აკადემიური პერსონალისა და მეცნიერ-თანამშრომლების შემთხვევაში) და სტუდენტის ნაშრომის ხელმძღვანელებს (სტუდენტების შემთხვევაში).
ვიმედოვნებთ, რომ კონფერენციის თემატიკა საინტერესო იქნება თქვენთვის და მის მუშაობაში მიიღებთ აქტიურ მონაწილეობას.
გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ როგორც სტუდენტებში, რომლებიც სწავლობენ ვეტერინარიის, სურსათის და მეცხოველეობის მიმართულებით, ასევე დარგის სპეციალისტებში და ყველა დაინტერესებულ მხარეებში.
პროგრამის ელ.ვერსია გადმოგეგზავნებათ დამატებით.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: l.makaradze@agruni.edu.ge
ჩატარებული კონფერენციის შესახებ იხილეთ აქ.
საორგანიზაციო კომიტეტი