ENG GEO

Search form

საერთაშორისო მე-16 კონფერენცია ბიოლოგიაში

Georgian

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის 11-15 ივნისს უმასპინძლებს საერთაშორისო მე-16 კონფერენციას ბიოლოგიაში: უსაფრთხო პარაზიტების მიკრობული და ნემატოდური  კონტროლი.

კონფერენცია ატარებს დარგის სპეციალისტების ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის ხასიათს. იგი დაფუძნებულია  ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOBC-WPRS) მიერ, რომელიც შექმნილია 1959 წელს. კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ამ ორგანიზაციის როგორც წევრი, ისე არაწევრი 100-მდე ცნობილი მეცნიერი და მკვლევარი.

საქართველო აღნიშნულ სამეცნიერო ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. იგი ტარდება საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა  და ბიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOBC-WPRS) ერთობლივი ორგანიზებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail
Date: 
Sunday, June 11, 2017 to Thursday, June 15, 2017