ENG GEO

Search form

ჯანმრთელი თესლის ინტეგრირებული მიდგომების დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემებში

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) (პერუ, ლიმა), ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს სამწლიანი პროექტის განხორციელებას: "საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანმრთელი თესლის ინტეგრირებული მიდგომების დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემებში".

პროექტის მიზანია ქართველ ფერმერთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება კარტოფილის მოსავლის მომგებიანობის გაზრდით, მდგრადობის უზრუნველყოფის გზით და კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული ადგილობრივი მწარმოებლების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში საქართველოს პირობებისათვის შემუშავდება და დაინერგება ჯანმრთელი თესლის ინტეგრირებული მიდგომები.

პროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტის მიერ ჯანმრთელი თესლის ინტეგრირებული მიდგომების შემუშავება და მოდელირება კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მესამე პარტნიორის ავსტრიის უნივერსიტეტის, "ბოკუს" ბაზაზე.

აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი მივლინებული იქნება ავსტრიაში ორჯრ (პროექტის დასაწყისში და ბოლოს) 6–6 თვიანი კურსის გასავლელად, სადაც ავსტრიელ პროფესორთან ერთად შეიმუშავებს ჯანმრთელი თესლის ინტეგრირებულ მიდგომებს.

ავსტრიაში ვიზიტებს შორის პერიოდში დოქტორანტი პრაქტიკულ კვლევებს გააგრძელებს საქართველოში პროექტის განხორციელების ადგილზე.

დოქტორანტის პროექტთან დაკავშირებულ ხარჯებს როგორც ავსტრიაში, ასევე საქართველოში დაფარავს პროექტის ბიუჯეტი.

კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები:

1. მაგისტრის ხარისხი აგრარულ მეცნიერებებში (სასურველია აგრონომიაში ან მცენარეთა დაცვაში) აკრედიტებული უნივერსიტეტებიდან
2. ინგლისური ენის ცოდნა პრეფოსიონალურ დონოზე
3. ექსელის და გრაფიკების აგების პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
4. უპირატესობა მიენიჭება პროგრამირების ენის და მოდელირების მცოდნე კანდიდატებს

განაცხადები უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: l.mosiashvili@agruni.edu.ge

​განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 15 მარტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლალი მოსიაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
ელ-ფოსტა: l.mosiashvili@agruni.edu.ge
ტელ. 599 13 74 41

Send notification via e-mail: