კურსების ჩამონათვალი:
• მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო I
• მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო II
• ქართული სამზარეულო
• დესერტები
• ღვინის დეგუსტაცია
• კულინარიის ისტორია
• ჰიგიენის ნორმები
• კალკულაცია
• სერვირება
• ტრენინგი სამზარეულოში მუშაობის წესების შესახებ
• პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი
• კომპიუტერული უნარები
• პრაქტიკა კვების ობიექტებში
პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
პროგრამა მოიცავს დაახლოებით 9 სასწავლო თვეს და 1-თვიან პრაქტიკას კვების ობიექტში. ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ (უმეტეს შემთხვევაში).
პროგრამის საფასური:
საფასურია 1 670 აშშ დოლარი (სწავლის საფასური განისაზღვრება სწავლის დაწყების დროს არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით).
სერტიფიკატი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს კულინარიის აკადემიის ერთობლივ სერტიფიკატს.
აუცილებელია სტუდენტმა დადებითი შეფასება მიიღოს პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ კურსში/ტრენინგში.