ENG GEO

Search form

პოლონელი მეცნიერების ვიზიტი

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლონელი მეცნიერები პროფესორი მარია პრიბილსკა ( Maria Przybylska) და ანდჟეი მაჩიევსკი (Andrzej Maciejewski) ეწვივნენ.

მათ ჩაატარეს ლექცია-სემინარები და სამეცნიერო დისკუსიები გამართეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

პროფესორები კამპუსს სტუმრობდნენ ერასმუს + პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერთა მოკლევადიან გაცვლით ვიზიტებს სასწავლო დაწესებულებებში, ევროპის მასშტაბით.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტების ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამებს ზელონა გორას უნივერსიტეტში, პოლონეთში.

Send notification via e-mail: