ENG GEO

Search form

სტუდენტური ღვინის ფესტივალი

აგრარული უნივერსიტეტის ორგანიზებით კამპუსში სტუდენტური ღვინის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალზე მოწვეული სტუმრები - სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, ღვინის სპეციალისტები უნივერსიტეტის და აკადემიური პერსონალი გაეცნენ სტუდენტების შემოქმედებას და შეაფასეს ცალკეული კომპონენტების მიხედვით.

გამოვლინდა გამარჯვებული შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო თეთრი ღვინო, საუკეთესო წითელი ღვინო, საუკეთესო მარკეტინგული კონცეფცია, საუკეთესო კომუნიკაცია-პრეზენტაცია.

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაკალავრიატის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტები უნივერსიტეტის მარანში ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს, ეს ღვინოები (სავალდებულოა დააყენეონ როგორც თეთრი ასევე წითელი ღვინო) წარმოადგენენ სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.

სტუდენტები თვითონ ახდენენ ყურძნის ჯიშისა და ტექნოლოგიის შერჩევას, კრეფენ ყურძენს, ამუშავებენ, ახდენენ ტკბილისა და დურდოს წინასწარ დამუშავებას, ალკოჰოლურ დუღილის წარმართვასა და რეგულირებას, ვაშლ-რძემჟავა დუღილის ჩატარებასა და დაავადებების პრევენციას. შემდეგ ეტაპზე საზღვრავენ ღვინის ფიზიკო-ქიმიური პარამეტრებს, ტარდება დეგუსტაციები ხარისხის შეფასების მიზნით, ატარებენ საცდელ გაწებვას, ზრუნავენ ღვინის სტაბილიზაციაზე ასხავენ ბოთლებში, ქმნიან ეტიკეტის დიზაინს და დასაგემოვნებლად სთავაზობენ მომხმარებელს.

 

 

Send notification via e-mail: