ENG GEO

Search form

ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის წარმატება

მედეა ჩოგოვაძე:

"ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ისა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის ერთობლივი პროექტით საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC). ქარხანა ფუნქციონირებას დაიწყებს 2018 წლის იანვრიდან.
კომპანიის შესახებ შევიტყვე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დასაქმების ფორუმზე. გავიარე რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსი, რომელიც მოიცავდა პროფესიულ გასაუბრებებსა და ტესტირებებს. 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 6 თვემდე ვადით პროფესიულ ტრენინგს გავივლი ისრაელში, რის შემდეგაც მუშაობას განვაგრძობ უკვე თბილისში, ATC-ს ქარხნის ლაბორატორიაში. 
ამჟამად ჩართული ვარ აგრარული უნივერსიტეტის ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიის სამეცნიერო-კვლევით პროექტში. პროექტის მიზანია ლურჯ-მწვანე წყალმცენარე სპირულინას (Spirulina Platensis) რემედიაციულ პოტენციალზე დაყრდნობით ქიმიურად დაბინძურებული წყლების გასუფთავების ფიტორემედიაციული ტექნოლოგიის შემუშავება."

მედეა აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის, ქიმიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია.

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail