ENG GEO

Search form

აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა სტატია "Experimental Brain Research"-ში

გამომცემლობა Springer-ის ჟურნალმა Experimental Brain Research (იმპაქტ ფაქტორი 2.28) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის და ფრაიბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომელთა ერთობლივი სტატია: “ Time-based event expectancies in children with Autism spectrum disorder ” გამოაქვეყნა.

სტატიის ავტორები არიან: მარინა კუნჭულია, თამარ ტატიშვილი, ნინო ლომიძე, ხათუნა ფარქოსაძე, როლანდ თომაშკე 

მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში დროითი მოვლენების მოლოდინების ფორმირების უნარი უფრო კარგად არის განვითარებული მათი ასაკის ტიპიური განვითარების ბავშვებთან შედარებით. კერძოდ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები განსხვავებით ტიპიური განვითარების ბავშვებისგან დროითი მოვლენების მოლოდინების ფორმირებისას ისეთივე ქცევით სტრატეგიას იყენებენ როგორსაც ზრდასრული ჯანმრთელი ახალგაზრდა ინდივიდები. კვლევის შედეგებს შესაძლოა ჰქონდეს პრაქტიკული გამოყენება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთათვის ოპტიმალური საგანმანათლებლო პროგრამების დიზაინისთვის.

აღნიშნული კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail