ENG GEO

Search form

აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა სტატია ELSEVIER-ის ჟურნალში

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტის მეცნიერების სტატია “Alteration of white-rot basidiomycetes cellulase and xylanase activities in the submerged co-cultivation and optimization of enzyme production by Irpex lacteus and Schizophyllum commune” გამოქვეყნდა გამომცემლობის ELSEVIER-ის ჟურნალში Bioresource Technology (იმპაქტ ფაქტორი 6.1).
 
მეცნიერებმა შეაფასეს თეთრი ლოპობის ბაზიდიომიცეტების მონო და შერეული კულტურების ცელულაზური და ქსილანაზური აქტივობები სიღრმული ფერმენტაციისას. Pycnoporus coccineus-ის ან Trametes hirsute-ს შერეული კულტივირებისას Schizophyllum commune-თან ერთად წარმოჩინდა ანტაგონისტური ურთიერთქმედება, რამაც გამოიწვია ენდოგლუკანაზას და საერთო ცელულაზური აქტივობის შემცირება. ამისაგან განსხვავებით, ცელულაზური და ქსილანაზური აქტივობების მნიშვნელოვნად მატება გამოვლინდა Irpex lacteus-ისა და S. commune-ს ურთიერთქმედებისას. ოპტიმიზირებული საკვები არის პირობებში, შერეულ კულტურების მიერ მიზნობრივი ფერმენტის სინთეზი განხორციელდა ლაბორატორიულ ფერმენტიორში. შედეგად დაფიქსირდა ფერმენტების შემდეგი გამოსავლიანობა: საერთო ცელულაზური აქტივობა - 7 U/mL, ენდოგლუკანაზა - 142 U/mL, ქსილანაზა - 104 U/mL და β-გლუკოზიდაზა - 5.2 U/mL. I. lacteus-ის მონოკულტურის პრეპარატთან შედარებით, შერეული კულტურების ფერმენტული პრეპარატის გამოყენებისას 11 %-ით იზრდებოდა ლიგნოცელულოზის აშაქრიანების პოტენციალი.
 
სტატია მუშაობდნენ: ეკა მეტრეველი, ევა ქაჩლიშვილი, ვლადიმერ ელისაშვილი.
Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail