აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის აკადემია აცხადებს მიღებას მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიულ პროგრამაზე. პროგრამა შემუშავებულია ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად საკითხებს და მონაწილეობას მიიღებენ აგრარული უნივერსიტეტის ღვინის ფესტივალში.
მოდულების ჩამონათვალი
სერტიფიკატი
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული მევენახე-მეღვინე (Cerified Viticulturist-Oenologist).
სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა თითოეულ მოდულში დადებითი შეფასების მიღება.
პროგრამა განკუთვნილია
პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 10 თვეს.
პროგრამის ღირებულება
პროგრამის სწავლის საფასური შეადგენს 2 450 ლარს. შესაძლებელია სწავლის საფასურის ყოველთვიური გადახდა (თვეში - 245 ლარი).
რეგისტრაცია
პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის შეგიძლიათ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაცია გრძელდება აგვისტოს ჩათვლით.
სწავლის დაწყების პერიოდი: 2022 წლის ოქტომბერი
საკონტაქტო ინფორმაცია:
მერი გოგოლაძე
ელ. ფოსტა: m.gogoladze@agruni.edu.ge
მობ: 555 16 72 15