სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია კატისა და ძაღლის ვეტერინარი ტექნიკოსისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება სტუდენტებისათვის თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით. ვეტერინარი ტექნიკოსი წარმოადგენს ვეტერინარის დამხმარეს, ასისტენტს.
პროგრამა შემუშავდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ (MCA-G) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში.
პროგრამა შემუშავდა ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.
საგნების ჩამონათვალი და სასწავლო პრაქტიკა
სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაივლიან შემდეგ საგნებს კატასა და ძაღლთან მიმართებაში:
პროგრამით გათვალისწინებული საგნების დასრულების შემდეგ, სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის კლინიკაში, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში შეძლებენ კატისა და ძაღლის ვეტერინარი ტექნიკოსისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას.
სასწავლო პრაქტიკის პრერეკვიზიტია ორი საგანი: ქირურგიის საფუძვლები და თერაპიის საფუძვლები. შესაბამისად, სასწავლო პრაქტიკის გასავლელად აუცილებელია სტუდენტმა დადებითი შეფასება მიიღოს ქირურგიის საფუძვლებისა და თერაპიის საფუძვლების საგნებში.
პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი
სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა დაახლოებით 6 თვე, საიდანაც ლექციები და გამოცდები გრძელდება დაახლოებით 4 თვე, ხოლო სასწავლო პრაქტიკა 7 კვირა.
ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ:
სასწავლო პრაქტიკისას სტუდენტთა მიღებული რაოდენობა დაიყოფა 4 მცირე ჯგუფად და თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება სასწავლო პრაქტიკის კოორდინატორი, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელია და რომელიც გაუწევს ზედამხედველობას სტუდენტების პრაქტიკულ აქტივობებს.
პროგრამა განკუთვნილია
სერტიფიკატი
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს აგრარული უნივერსიტეტის და ვეტერინარული კლინიკის ერთობლივ სერტიფიკატს - კატისა და ძაღლის სერტიფიცირებული ვეტერინარი ტექნიკოსი. სერტიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება და სასწავლო პრაქტიკის წარმატებით გავლა.
პროგრამის ღირებულება
პროგრამის ღირებულება შეადგენს 1,860 ლარს. შესაძლებელია სწავლის საფასურის 4 ნაწილად გადახდა (თვეში - 465 ლარი), რომელიც უნდა დაიფაროს სასწავლო პრაქტიკის დაწყებამდე.
მიღების პირობები
სწავლის დაწყების პერიოდი: 2023 წლის ოქტომბერი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
დაგვიკავშირდით:
თეა ხინჩაგაშვილი
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@agruni.edu.ge
მობ: 579 49 48 48