ENG GEO

Search form

პროფესიული პროგრამა აგრობიზნესში (ანასეულში)

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან პროფესიულ პროგრამაზე - სერტიფიცირებული აგრობიზნესის სპეციალისტი. პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ძირითად საკითხებს და იმუშავებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე.

პროგრამა ჩატარდება ანასეულში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში.

მოდულების ჩამონათვალი

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს:

  • აგრობიზნესის ადმინისტრირება
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროტექნოლოგია
  • ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გაშენება და მოვლა
  • კომპიუტერული უნარები
  • საწარმოო პრაქტიკა                               

სერტიფიკატი

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები შესაბამისი მოდულების გავლის შედეგად მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - აგრობიზესის სერტიფიცირებული სპეციალისტი (Certified Agribusiness Specialist). სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გავლილ მოდულებში დადებითი შეფასების მიღება.

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი პირისათვის 16 წლიდან.

პროგრამის ხანგრძლივობა

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 9 თვეს.

პროგრამის ღირებულება

პროგრამის სწავლის საფასური შეადგენს 950 ლარს. სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი დააფინანსებს.

რეგისტრაცია

პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე  570 10 56 06 ან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 ოქტომბერი.

სწავლის დაწყების თარიღი:

23 ოქტომბერი, 2017

პროგრამას ახორციელებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" (MCA-G) საგრანტო პროგრამის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 570 10 56 06

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail