ENG GEO

Search form

საზაფხულო სკოლა მეტყევეობაში

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და ჩეხეთის ბრნოს მენდელის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტების ხელშეწყობით, ჩეხეთის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტის "Promoting the Forestry Education and Sharing Practical Experience by Czech Experts for Agricultural University of Georgia" ფარგლებში განხორციელდა პროექტის პირველი ეტაპის პრაქტიკული სწავლება-ტრენინგი, "საზაფხულო სკოლა მეტყევეობაში“.

პრაქტიკა მიმდინარეობდა ჩეხი ექსპერტების დახმარებით პროექტის ფარგლებში შეძენილი ახალი თანამედროვე ხელსაწყოებით, სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებულ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების (სამცხე- ჯავახეთი, კახეთი, ქვემო ქართლი) ტყის კორომებში. პრაქტიკულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებმა.

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail