ENG GEO

Search form

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებული ჰყავს

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.

სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა და მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ნანა ხუსკივაძეს, რომელიც საბაკალავრო განათლებით ხელოვნებათმცოდნეა და საბუნებისმეტყველო სამაგისტრო პროგრამაზე ორი წლის წინ, პირველივე მიღებაზე გამოცხადების პირველივე წელს ჩააბარა.

კვლევის სათაური: მიკროორგანიზმებისა და ბიოლოგიური წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამოყენებით ჟელატინით დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების წმენდის ახალი მეთოდის შემუშავება

სამეცნიერო ხელმძღვანელი:  კახა დიდებულიძე, ასოცირებული პროფესორი

კონსულტანტი: პროფ. გია ხატისაშვილი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

აბსტრაქტი:

სამაგისტრო კვლევა ეხებოდა ხელოვნების ნიმუშების წმენდის მეთოდის შემუშავებას, რომელიც განხორციელდა ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის ჩამოხსნილი კედლის მხატვრობის მაგალითზე მისი არსებული მდგომარეობისა და პრობლემებიდან გამომდინარე. მეთოდი ითვალისწინებს ბიოლოგიური და ქიმიური წმენდის გაერთიანებას და გულისხმობს გასაწმენდი ხელოვნების ნიმუშიდან გამოყოფილი მიკროორგანიზმებისა და ენდემური წარმოშობის საპნის ხიდან გამოყოფილი საპონინების  გამოყენებას წმენდისთვის.

კვლევა განხორციელდა აგრარული უნივერსიტეტის წყლის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამაგისტრო გრანტის ფარგლებში.

2010-2011 წლებში ლიხაურის კედლის მხატვრობის კვლევა და რესტავრაციის მეთოდის შემუშავება ერთი ფრაგმენტის მაგალითზე განხორციელდა საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტში (INP - Institut National du Patrimoine).  

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail