ENG GEO

Search form

ინჟინერი მაგისტრანტები გერმანიაში გაემგზავრებიან

მაგისტრატუის სამი სტუდენტი გერმანიაში გაემგზავრება.

აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტები - მიქაელ გაგოშიძე, ოთარ ჯავახიშვილი და დავით კორძაია 20 ოქტომბერს მიემგზავრებიან გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად.

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ჯგუფი (ზაზა მეტრეველი, აკაკი ფაღავა, მიქაელ გაგოშიძე, ოთარი ჯავახიშვილი) არიან JEDI საერთაშორისო კოლაბორაციის წევრები და ჩართული არიან ამ თემატიკით მიმდინარე კვლევებში. მიქაელის და ოთარის მივლინება იულიხში რიგით მეოთხეა, ხოლო დავითი პირველად მიიღებს მონაწილეობას ექსპერიმენტულ კვლევებში.

ვიზიტი სრულად ფინანსდება გერმანული მხარის მიერ.

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail