ENG GEO

Search form

მე-4 ევროპის ტყეების კვირეულის ღონისძიება კამპუსში

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ორგანიზებით, დაცული ტერიტორიების და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება მე-4 ევროპის ტყეების კვირეულის ფარგლებში. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევარის მიერ მომზადებული ახალი პუბლიკაციების პრეზენტაცია (იხ. ბმული http://agruni.edu.ge/ge/node/1668),  გაკეთდა სკოლის მოსწავლეების თემატური ნახატების გამოფენა, ასევე 30-მდე სკოლის მოსწავლისთვის მოეწყო ტური კამპუსში და  პოპულარული-შემეცნებითი ლექციები თემებზე:

  • „ტყეების გლობალური მნიშვნელობა და საინტერესო ფაქტები”- ასოც. პროფ. გიორგი ქავთარაძე
  • ,,საქართველოს ტყეები - სადაც  ბიომრავალფეროვნება ცხოვრობს“-პროფ. ნატო კობახიძე
  • ,,საქართველოს დაცული ტერიტორიები- დაცული ბიომრავალფეროვნება“-დოქტ. ნატო სულთანიშვილი
  • ,,საქართველოს ტყეები- არამერქნული რესურსების ბეღელი“ - მაგისტრი ლადო ბასილიძე
  • ,,მავნებლები კარგ საქმესაც აკეთებენ, ზოგჯერ შეიძლება შემოგეჭამოთ კიდეც“- ასისტ. პროფ. მედეა ბურჯანაძე
  • ,,საქართველოს ტყის ნიადაგების მრავალფეროვნება“- პროფ. თენგიზ ურუშაძე

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებისთვის გაიმართა სახალისო ვიქტორინა  „იცით თუ არა?“, რის შემდეგაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ თითოეულ მათგანს გადაეცათ ნორჩი მეტყევის სპეციალური სიგელი ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

„ევროპის ტყეების კვირეული“, რომელიც 2008 წლიდან იმართება გაეროს ეკონომიკური კომისიის, ტყისა და ტყის მრეწველობის კომიტეტის (COFFI) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპის სატყეო კომისიის (EFC) ორგანიზებით,  მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციას. წელს გაიმართა რიგით მე-4 ღონისძიება სლოგანით ,,ტყეები ჩვენი საერთო სიკეთე“, რომელსაც საქართველო შეუერთდა პირველად (http://www.fao.org/about/meetings/european-forest-week/en/).

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail