ENG GEO

Search form

მეტყევე დოქტორანტის წარმატება

სატყეო საქმის დოქტორანტი ბექა ბერძენიშვილი (ხელმძღვანელები პროფესორები - ნატო კობახიძე და მედეა ბურჯანაძე), რომელიც ამავდროულად თბილისის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელია, აგრარული უნივერსიტეტის ასოც. პროფესორ გიორგი ქავთარაძესთან ერთად იმყოფებოდა ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ERA-NET Sumforest Conference "Bridging research, policy and practice for sustainable forest management", სადაც წარადგინა თეზისი და პოსტერი, თემაზე ,,საქართველოს ენდემური მერქნიანი მცენარეების იდენტიფიკაციის პრობლემები".

თეზისების და პოსტერების შერჩევა მოხდა საერთაშორისო კონკურსის გზით, მთლიანობაში გამოვლინდა 25 გამარჯვებული ახალგაზრდა მკვლევარი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან.

კონფერენცია ორგანიზებული იყო ევროპის სატყეო ინსტიტუტის (EFI) მიერ, ევრო კავშირის დაფინანსებით განხორციელებული საერთაშორისო პროექტის დაკვნით ფაზაში (FP 7 ERA-NET project Sumforest), რომელიც ორიენტირებული იყო ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით კვლევების კოორდინაციაზე და შესაძლებლობების გაძლიერებაზე ევროპის, ასევე აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში.

საქართველოდან პროექტის პარტნიორი იყო აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი.

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail