ENG GEO

Search form

ტყის მართვა და ბუნების კონსერვაცია საქართველოში

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო საქმის მიმართულების და ჩეხეთის ბრნოს მენდელის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ჩეხეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა რეგიონალური კონფერენცია „ტყის მართვა და ბუნების კონსერვაცია საქართველოში“(Forest management and Nature Conservation in Georgia). კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და ჩეხი პროფესორები, მეცნიერები, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სატყეო სააგენტოს და დაცული დაცული ტერიტორიების ექსპერტები და სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტები. კონფერენციაზე განიხილეს დაცულ ტერიტორიებზე ტყის მართვის საკითხები, ბუნების კონცერვაციის საკითხები საქართველოში, ტყის ეკოსისტემებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები.

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail