ENG GEO

Search form

აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მაიამიში, კონფერენციაზე მიიწვიეს

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი სოფიო კობაური მიწვეული იყო მაიამიში (აშშ) ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე “მე-19 საერთაშორისო კონფერენცია ბიოსამედიცინო და ფარმაცევტულ ინჟინერიაში” (ICBPE 2017), კონფერენციის სექციის თავჯდომარის რანგში. სოფიოს ვიზიტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნირო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საგრანტო კონკურსით.

აღნიშნულ კონფერენციაზე სოფიო კობაურმა წარადგინა ზეპირი მოხსენება სათაურით: „ამინომჟავების საფუძველზე ახალი ბიოდეგრადირებადი ამფიფილური პოლიმერების და მათგან მიღებული მიცელების, როგორც წამლის მიმწოდებელი სისტემების, სინთეზი და კვლევა“. მოხსენება ეხებოდა ამინომჟავების საფუძველზე სინთეზირებულ ამფიფილურ პოლიმერებს, რომლებსაც უქვთ უნარი წარმოქმნან ნანონაწილაკები - მიცელები სხვადასხვა ბიოსამედიცინო გამოყენებისათვის, მათ შორის ჰიდროფობური წამლების სოლუბიზირებისათვის.

კონფერენციაზე სოფიო კობაური დაჯილდოვდა „საუკეთესო პრეზენტაციის ჯილდოთი“ ("Best Presentation Award"). გარდა ამისა, იგი მიიწვიეს შემდეგ კონფერენციაზე (ასევე კონფერენციის ერთ-ერთი სექციის თავჯდომარედ), რომელიც ტარდება სან-ფრანცისკოში 2018 წლის 27-28 სექტემბერს.

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail