ENG GEO

Search form

ედისონის ლიგა OCTAVUS - 2020


 

თუ გაინტერესებს ინჟინერია, რობოტიკაკონსტრუირება, კომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება, გსურს შენეული გადაწყვეტა მოუგონო ამოცანებს, არ გაკმაყოფილებს სტანდარტული მიდგომები, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები შენთვის ატარებენ კონკურსს "ედისონის ლიგა OCTAVUS".

 

კონკურსი გუნდურია და მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ X-XII კლასის მოსწავლეებს. გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.

 

შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან. თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და  ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.

 

კონკურსი შედგება სამი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში

 

კონკურსის შედაგად გამოვლინდება 3 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

 

  • 15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა გამარჯვებულ გუნდს;
  • 9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს
  • 4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს

 

* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.

 

გრანტები აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის და არქიტექტურის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

 

 

რეგისტრაცია დასრულებულია.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

თეკო ძიძიგური

 

ტელ: 555 49 06 49
ელ-ფოსტა: t.dzidziguri@agruni.edu.ge

 

Send notification via e-mail: