ENG GEO

Search form

სტუდენტების ვაშლის ჩიპსების შექმნის ისტორია

შაკო მძინარაშვილი:

ყველაფერი აგრარული უნივერსიტეტის სარეკლამო ბუკლეტიდან დაიწყო, რომელშიც ვნახე აგრარული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები. კვების პროდუქტების ტექნოლოგიამ  მიმზიდა. ჩავაბარე, სექტემბერში უკვე სწავლა დავიწყე აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგაზე. ერთერთ ლექციაზე გამიჩდა კითხვა რატომ არ შეიძლება არსებობდეს, ვაშლის ჩიფსი რომელიც ჯანსაღი ალტერნატივა იქნებოდა.

იდეა გავუზიარე ლექტორს და ორ მემეგობარს, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, თამარ შეითნიშვილის და ნონა ნონიაშვილს. ლექტორებისა და ადმინისტრაციის დახმარებით უნივერსიტეტის ბაზაზე შევქმენით პირველი პროდუქტი - ვაშლის ჩიფსები.

შემდეგ მივიღეთ მონაწილეობა რამდენიმე კონკურსში, პირველი კონკურსი იყო Startup Georgia. 133 ბიზნეს იდეიდან  პირველ ადგილზე გავედით, და 5 000 ლარიანი გრანტი მოვიგეთ. ამ თანხით პირველი შესაფუთი დანადგარი ვიყიდეთ და პირველი შეფუთული პროდუქტი მივიღეთ აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.

შემდეგ "თიეს" ფონდის საგრანტო კონკურსში გავიმარჯვეთ სადაც 10 000 ლარის გრანტი მოვიპოვეთ. გრანტის ფარგლებში უნივერსიტეტის დახმარებით ავაწყვეთ საშრობი დანდგარი.

შემდეგ უფრო გავთამამდით და "სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური იდეების კონკურსში გავიმარჯვეთ სადაც 100 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ. ავაშენეთ საწარმო გორის რაიონში, შევიძინეთ წარმოებისთვის საჭირო დანადგარები და ნედლეული.

2017 წლის დეკემბრიდან პრიველად გამოჩდა პროდუქტი მაღაზიებში. დღეს უკვე მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ჩვენი ვაშლის ჩიპსები.

როდესაც იდეა მომივიდა პირველ კურსს ვათმთავრებდი. ფაქტობრივად, მთელი ჩემი სტუდენტობის პარალელურად ვაშლის ჩიპსების იდეას ვანვითარებდი გუნდთან ერთად და უნივერსიტეტში ნასწავლი ცოდნისა და ჩვენი შრომის შედეგად დღეს უკვე ხელში გვიჭრავს ჩვენი ჯანსაღი პროდუქტი.

Send notification via e-mail: 
Send notification via e-mail