პროგრამის მოცულობაა 60 ECTS და წარმოადგენს 300-კრედიტიანი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელ, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებულ საგანმანათლებლო პროგრამას.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ვეტერინარის სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომელიც პირს ანიჭებს ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების, სახელმწიფო და კერძო სავეტერინარო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები
ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - მიღება
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა:
✔ 7 სექტემბრამდე უნივერსიტეტში უნდა შემოიტანონ განცხადება და წარმოადგინოთ საბუთები;
✔ გაიარონ შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება 11 სექტემბერს.
საბუთების ნუსხა:
✔ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
✔ ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან შესაბამისი ცნობა, მინიჭების ოქმის ნომრისა და თარიღის მითითებით;
✔ სურათის ელექტრონული ვერსია i.tvauri@agruni.edu.ge მეილზე გაგზავნილი;
✔ სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
დაწვრილებითი ინფორმაციისა კონსულტაციისათვის მიმართეთ მაგისტრატურის კოორდინატორს ანა ბოკუჩავას
საფასური
ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - საფასური
პროგრამაზე სწავლის საფასური არის წელიწადში 2450 ლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - საკონტაქოინფორმაცია
მაგისტრატურის კოორდინატორი, ანა ბოკუჩავა
577 23 39 37; 599 78 16 0