ლაბორატორიის მისიაა სოფლის მეურნეობის ნედლეულის შენახვისა და გადამუშავების ძირითადი ბიოქიმიური და ტექნოლოგიური პროცესების კვლევა; ამ დარგში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გაცნობა/შესწავლა და ადგილობრივ პროდუქციაზე ადაპტაცია; სამეცნიერო პროექტების წარდგენა საფინანსო ორგანიზაციებში დაფინანსების მოსაპოვებლად; მეწარმეების საპროექტო-ტექნიკური მომსახურება; ბაკალავრებისა და მაგისტრების ჩართვა სამეცნიერო კვლევებში; დოქტორანტების მომზადება; სამეცნიერო პუბლიკაციებისა და საკონფერენციო მოხსენებების მომზადება. ლაბორატორიის კვლევების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს:
- საჭმლის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების (პოლიფენოლები, პექტინები) კვლევა
- კვების ახალი პროდუქტების (ფუნქციონალური საჭმელები და სასმელები) შექმნა და განვითარება
- ხილისა და ბოსტნეულის შენახვის ტექნოლოგია
კვლევის შედეგები, თემის პრიორიტეტულობა სამომავლო გეგმები:
- შემუშავებულია ახალი ტიპის ფუნქციონალური საკვების წარმოების საფუძვლები შშმ პირთათვის და კენკროვანი და კურკოვანი ხილის შენახვის ინოვაციური მეთოდები.
- დადგენილია ქართული ღვინისა და ჩაის ანტილიპაზური და ანტისიმსივნური აქტივობა, რაც საფუძველს იძლევა მომავალში ამ პროდუქტებისაგან ჭარბი წონის და სიმსივნის საწინააღმდეგო ფუნციონალური დანიშნულების სასმელების წარმოებისათვის.
კოლაბორაცია უცხოურ უნივერსიტეტებთან:
- Prof. Louise Wicker – University of Georgia (USA)
- Dr. Sophia Zaletok, Institute of pathology, radiobiology and oncology of NAS of Ukraine
- Prof. Roger FitzGerald, University of Limerick, Limerick, Ireland