ლაბორატორიის მისია:
- სასოფლო - სამეურნეო კულტურების (კარტოფილი, ვაზი, ხეხილოვანი და კენკროვანი კულტურები) გამრავლების ეფეტური ტექნოლოგიების შემუშავება -დახვეწა, ჯანსაღი სათესლე - სარგავი მასალის მიღება თანამედროვე ბიოტექნოლოგიური (ინ ვიტრო) მეთოდების გამოყენებით;
- საგრანტო პროექტების მომზადება-განხორცილება;
- ბაკალავრების და მაგისტრების ჩართვა სამეცნიერო კვლევებში, დოქტორანტების, მომზადება;
- სამეცნიერო პუბლიკაციებისა და საკონფერენციო მოხსენებების მომზადება;
- შუალედური და ფინალური ანგარიშების მომზადება.
ლაბორატორიის აღჭურვილობა:
- ასეპტიკური ჭრის არე: ბიოუსაფრთხოების კაბინა, კლიმატური კამერა;
- სასტერილიზაციო არე: საშრობი კარადა, ცხელი სტერილიზაციის ღუმელი, ავტოკლავი;
- საკვები არეების მოსამზადებელი არე: ელექტრო სასწორები, მაგნიტური სანჯღრეველები, Ph მეტრი, ლაბორატორიული მაგიდები და ჭურჭელი
- ფოტოტრონი.
კვლევის მიმართულება:
- ერთწლოვანი კულტურების ჯანსაღი სათესლე მასალის მიღების ეფექტური ტექნოლოგიის შემუშავება-დახვეწა;
- მრავალწლოვანი კულტურების ჯანსაღი სარგავი მასალის მიღების ეფექტური ტექნოლოგიის შემუშავედა-დახვეწა;
- იშვიათი კულტურების მასიური ინ ვიტრო გამრავლება;
საერთაშორისო თანამშრომლობა
- კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP), პერუ, ლიმა
მცენარეთა მიკროგამრავლების in vitro ლაბორატორიის ხელმღძვანელი პროფესორი, ლალი მოსიაშვილი.
email: l.mosiashvili@agruni.edu.ge