ლაბორატორიის ძირითადი მიზანია ფუნქციური საკვების შესწავლა, როგორც მიკრობიოლოგიურად, ასევე მოლეკულურ ბიოლოგიურ დონეზე. ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც დაფინანსებული GRDF (Georgian Research Developmental Foundation), DTRA (Defense Threat reduction Agency), SRNSF (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) და სხვა.
ლაბორატორიაში შესწვლილი და დახასიათებულია ბაქტერიული lactobacillus, Streptococcus, B. Bifidum, B. Breve. B. Longum შტამები. ამასთანავე, შესწავლილია და დახასიათებულია სოკოვანი შტამები, Geotrichum, Penicillium Candidum, Penicillium Roquefort და სხვა. იმისათვის, რომ მოხდეს შტამების გენომურ დონეზე სწრაფი და მაღალი სიზუსტით იდნეტიფიკაცია, ლაბორატორიაში მუშავდება ბაქტერიული და სოკოვანი შტამების გენომის შესწავლისა და მათ საიდენტიფიკაციო მეთოდები. ლაბორატორიაში დანერგილია და ფართოდ აპრობირებულია როგორც პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR), ასევე NGS სეკვენირებით მიკროორგანიზმების იდენტიფიკაცია. შემუშავებულია და დანერგილია ბიოინფორმატიკული OTU ანალიზის მეთოდი, რაც საშუალებას გვაძლევს ბაქტერიებისა და სოკოების ვარიაბელუური V6 და ITS ფრაგმენტების სეკვენრიებით მოვახდინოთ მიკროორგანიზმის რაოდენობირივი შესწავლა. ლაბორატორიას გააჩნია საერთაშორისო თანამშრომლობა, Obihiro University –იაპონია და Oxford Genomic Center – ინგლისი.
ლაბორატორიის ხელმღძვანელი: პროფესორი თამარ ჯაფარიძე
email: t.japaridze@agruni.edu.ge