2013 წლიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა:
ამ პერიოდში დაფინანსებული პროექტების ოდენობა შეადგენს 250 -ს (წელიწადში საშუალოდ 45 პროექტზე მეტი), სრული ბიუჯეტით 32 581 578.71 ლარი.
ცოდნის ფონდის მიერ გაწეული თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 5 894 760 ლარს (წელიწადში საშუალოდ მილიონ ლარზე მეტი).
ქვემოთ მოცემულია სამეცნიერო კვლევითი ნაწილის რაოდენობრივი მონაცემები წლების მიხედვით საავტორიზაციო პერიოდის შესაბამისად:
2013 წელი
ცოდნის ფონდმა დააფინანსა 45 სამეცნიერო პროექტი, რომლის ჯამურმა ინვესტიციამ 3 500 000 ლარი შეადგინა.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა რუსთაველის ფონდში 165 პროექტი წარადგინეს, ჯამურად 17 მილიონი ლარის ღირებულების.
წარდგენილი პროექტებიდან ფონდის მიერ დაფინანსდა 41 პროექტი 3 მილიონი ლარის ჯამური ღირებულებით. ამასთან, უნივერსიტეტმა პროექტების თანდაფინანსებისთვის გამოყო 76 060 ლარი.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ყველა მეცნიერმა ჯამურად 320 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს 268 სამეცნიერო ნაშრომი, რომლის უმრავლესობა მაღალ „იმფაქტ ფაქტორიან“ ჟურნალებში გამოქვეყნდა.
2013 წელს წარდგენილი სამეცნიერო საგრანტო პროექტები:
2014 წელი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა რუსთაველის ფონდში წარადგინეს 133 საგრანტო განაცხდი, რომლის სრული ბიუჯეტი შეადგენს 12 746 139 ლარს.
ამათგან დაფინანსდა 39 პროექტი, ჯამური ბიუჯეტით 3 066 484 ლარის ოდენობით. ამავე დროს უნივერსიტეტის მიერ გაწეული თანადაფინანსება მოიცავს 251 600 ლარს.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს 150 ნაშრომი. Impact Factor-იანი ჟურნალების რაოდენობა შეადგენდა 38-ს.
2015 წელი
ცოდნის ფონდმა დააფინანსა 25 სამეცნიერო პროექტი, რომლის ჯამურმა ინვესტიციამ 1 387 908.96 ლარი შეადგინა.
გარე გრანტებზე გაწეული თანადაფინანსების ოდენობამ 60 480 ლარი შეადგენს.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა მონაწილეობა 12 საგრანტო კონკურსში მიიღეს, სადაც წარადგინეს 78 საგრანტო განაცხადი, რომლის საერთო ბიუჯეტიც შეადგენს 14 076 708 ლარს.
2015 წლისთვის გარდა ცოდნის ფონდისა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებს ჰქონდათ სულ 56 მიმდინარე პროექტი, ჯამური ბიუჯეტით 7 343 950.71 ლარი.
2016 წელი
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ჰქონდა სულ 54 მიმდინარე პროექტი, რომელთა ჯამური ბიუჯეტიც 7 533 866 ლარს შეადგენდა. დონორი ორგანიზაციების მიხედვით დაფინანსება იყოფა შემდეგნაირად:
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა რუსთაველის ფონდში წარადგინეს 88 პროექტი, ჯამური ბიუჯეტით 11,569,176 ლარი.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ რეცენზირებად ჟურნალებში სულ გამოქვეყნდა 171 სტატია, რომელთა ჯამური Impact Factor-ია 106.42. ამათგან მაქსიმალური Impact Factor 5.929.
წარდგენილი სტატიების რაოდენობა არის 47 და ჯამური Impact Factor 32.36.
2016 წლის განმავლობაში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს 139 ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში.
2016 წლისთვის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები ფლობდნენ 69 სხვადასხვა სახის პატენტს.
2017 წელი
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ჰქონდა სულ 36 მიმდინარე პროექტი, რომელთა სრული ბიუჯეტი 7,101,188 ლარს შეადგენდა.
აღნიშნული წლის განმავლობაში ცოდნის ფონდის მიერ ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებზე გაწეული დაფინანსება 1,236,372.00 ლარს შეადგენდა.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა რუსთაველის ფონდში წარადგინეს 51 პროექტი, ჯამური ბიუჯეტით8,607,712ლარი.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ რეცენზირებად, Impact Factor-ის მქონე ჟურნალებში სულ გამოქვეყნდა 28 სტატია, რომელთა ჯამური Impact Factor-ია 22.64. ამათგან მაქსიმალური Impact Factor 6.1.
2018 წელი - 1 სექტემბრის მდგომარეობით
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს აქვს 24 მიმდინარე პროექტი, რომელთა ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 4 536 090 ლარს.
ცოდნის ფონდის მიერ ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებზე გაწეული დაფინანსება 824 248 ლარს შეადგენს.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი პროექტების რაოდენობა შეადგენს 49 - ს, ჯამური ბიუჯეტით 7 554 099.20 ლარის ოდენობით.
წარდგენილი გრანტები კონკურსის ტიპის მიხედვით: