მიმდინარე კვლევები - მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტი
კვლევის სახელწოდება:საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა
მონაწილეები:თენგიზ ურუშაძე, თამარ ქვრივიშვილი, ლეო ჯორბენაძე, გიული წერეთელი, მარიამ მერაბიშვილი, ქეთევან გოგიძე, რუსუდან კახაძე, დიანა ხომასურიძე
ვადები: 30.11.2016 - 30.11.2018
ბიუჯეტი: 208 250 ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: საქართველოს ძირითადი ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა გულისხმობს საქართველოს ძირითადი ნიადაგების კლასიფიცირებას წითელი წიგნის ობიექტებად, შესაბამისი საველე და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე. საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგები დაჯგუფებულია წიგნის წითელი წიგნის ობიექტებად: ეტალონური, იშვიათი და უნიკალური/მემორიალური ნიადაგები, შედგენილი იქნა ასევე ნიადაგების წითელი ნუსხა; ნიადაგების პროფილების მორფოლოგიურ ანალიზს საფუძვლად უდევს საველე კვლევები WRB სტანდარტების შესაბამისად,ნიადაგის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის პროცესში ხორციელდება ნიადაგების ძირითადი გენეზისური მახასიათებლების დადგენა. საველე და ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით ხდება ტექსტების შედგენა წითელ წიგნში შემავალი სამივე ჯგუფის ნიადაგების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები მოიცავს დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ძირითად ნიადაგებს.