ENG GEO

Search form

მიმდინარე კვლევები - ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი

  • კვლევის სახელწოდება: Beauveria bassiana - " Bb007" - ის მასობრივი გამრავლების ტექნოლოგიის დამუშავება მავნე მწერების კონტროლისათვის საქართველოში
  • მონაწილეები: მედეა ბურჯანაძე, მარიამ არჯევანიძე, თეა აბრამიშვილი,გიული წერეთელი, ქეთევან ქორიძე
  • ვადები: 2016-2018
  • ბიუჯეტი: 245 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებას მავნე მწერების ინტეგრირებული მართვის საქმეში (IPM).

ბიოლოგიური კონტროლის აგენტებიდან (BCA), ენტომოპათოგენური სოკოები (ეპს) წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად მიკროორგანიზმებს მცენარეთა დაცვის საქმეში, რომელიც ბუნებაში თავისი ცხოველმყოფელობის პერიოდში ფერმენტების, ტოქსინებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების პროდუცენტებია. კვლევის სიახლეა ის რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში პირველად მოხდება ენტომოპათოგენური სოკოს  ადგილობრი იზოლატებიდან შერჩეული აქტიური შტამის Beauveria bassiana - Bb007 მასობრივი გამრავლება, ბიოფორმულაცია კომერციული მიზნებისათვის. რომელიც იქნება ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო საშუალება და მნიშვნელოვანი კომპონენტი მავნე მწერების ინტეგრირებულ მართვაში.

წარმოდგენილი პროექტის მიზანია ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ენტომოპათოგენური სოკოს Beuveria bassiana - “Bb007”-ს მასობრივი გამრავლება -ბიოფორმულაცია, და მათი გამოყენება სასოფლო–სამეურნეო კულტურების, დეკორატიული და ტყის სახეობების მავნე მწერების კონტროლისათვის საქართველოში.  

 

 

  • კვლევის სახელწოდება: ინოვაციური მეთოდების დამუშავება საქართველოსათვის ინვაზიური მავნე მწერის ბზის ალურას - Cydalima perspeqtalis (Walker) მონიტორინგისა და კონტროლისათვის
  • მონაწილეები: არჩილ სუპატაშვილი, მედეა ბურჯანაძე, მარიამ არჯევანიძე, ბექა ბერძენიშვილი
  • ვადები: 2016 - 2019
  • ბიუჯეტი: 212 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: ბზის ალურა - Cydalima perspectalis ინვაზიური მავნე მწერია. ეს მავნებელი საქართველოში შემოიჭრა სოჭიდან და დღესდღეობით გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს ბზის კორომებში. მისი საზიანო მოქმედება საფრთხეს უქმნის ისეთ ენდემურ სახეობას, როგორიცაა კოლხური ბზა-Buxus Colchic-ას. რომელიც გადაშენების პირასაა. დღეისათვის მდგომარეობა საგანგაშოა და არ არსებობს პრევენციული თუ აღდგენითი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ პრობლემას. მსოფლიოში მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები ბზის ალურას ირგვლივ, რადგან არა მხოლოდ ბრძოლის სისტემაა არასრულყოფილი, არამედ მისი ბიოეკოლოგიაც არ არის შესწავლილი სრულად.

წარმოდგენილი პროექტის მიზანია ინვაზიური მავნე მწერის ბზის ალურას Cydalima perspectalis-ის გავრცელების არეალის და დაზიანების ინტენსივობის დადაგენა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, მონიტორინგისა და კონტროლის კომპლექსური ღონისძიების სტრატეგიის შემუშავება გარემოსათვის უსაფრთხო ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.

პროექტის რეალიზაციის პროცესში ნავარაუდევია შემდეგი ამოცანების შესრულება:

  • C. perspectalis - ის გავრცელების არეალისა და მათი ინტენსივობის დადგენა
  • აღმოსავლეთ და  დასავლეთ საქართველოში  
  • C. perspectalis - ის ბიოეკოლოგიის შესწავალა და ფენოლოგიის ( განვითარების
  • ციკლი, გენერაცია) დადგენა საქართველოს პირობებში
  • ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენება მონიტორინგისა და კონტროლისათვის
  • C. perspectalis - ის ბუნებრივი მტრების: ენტომოფაგების( მტაცებლები,
  • პარაზიტოიდები), ენტომოპათეგუნური მიკროორგანიზმების (ვირუსები,
  • ბაქტერიები, სოკოები, პროტოზოები, პარაზიტული ნემატოდები) გამოვლენა  და
  • შესწავლა მათი შემდგომში ბრძოლის ინტეგრირებულ სისტემაში გამოყენების მიზნით;
  • ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების, ბიოაგენტებისა და ბიოპესტიციდების გამოცდა ლაბორატორასა და ბუნებაში;
  • GPS-ის გამოყენებით მავნებელის გავრცელების არეალის რუკის შედგენა სადემონსტრაციო მასალისა და კოლექციების შექმნა შემდგომში ფენოტიპური შესწავლისთვის და ბიოლოგიური კონტროლში გამოყენების მიზნით.