- კვლევის სახელწოდება: მხედველობითი დისკრიმინაციის ნერვული საფუძვლები ვირტუალური სხეულის მქონე in vitro ტვინში
- მონაწილეები: ცეზარ გოლეთიანი, ნინო ნებიერიძე
- ვადები: 2017 წ. 20 დეკემბერი - 2019 წ. 21 დეკემბერი
- ბიუჯეტი:209 850
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: მოცემულ პროექტში შევქმნით და შევისწავლით სისტემას, რომელშიც ორგანული ტვინი დაკავშირებული იქნება ხელოვნურ სხეულთან. მულტიელექტროდში მოთავსებული დისოცირებული ქერქული კულტურა “ჩაკეტილი მარყუჟის” უკუკავშირული პრინციპით დაუკავშირდება პროგრამულ ვირტუალურ სხეულს. ასეთი სისტემის საშუალებით დავადგენთ, თუ რამდენად შეუძლია დისოცირებულ ქერქულ კულტურას ინფორმაციის დამუშავება? შევისწავლით სენსორული ინფორმაციის კოდირების მექანიზმებს ახლადწარმოქმნილ ნერვულ ქსელებში და დავადგენთ მოცემული სისტემის ქცევის მორფო-ფუნქციურ საფუძვლებს მხედველობითი დისკრიმინაციის ტესტში.
პროექტის მთავარი იდეა არის ის, რომ შევამოწმოთ, თუ რამდენად იფუნქციონირებს დქკ-ვს სისტემა როგორც კიბორგი. ამ სისტემაში ტვინი ღებულობს სენსორულ სტიმულებს, რასაც “სხეული” უგზავნის. თუმცა, საჭიროა ეს ინფორმაცია “ვუთარგმნოთ” ტვინის ქსოვილს მისთვის გასაგებ ენაზე, - ელექტრული სტიმულების სახით. იგი პასუხობს შესაბამისი ელექტრული აქტიურობით, რომელიც დროთა განმავლობაში ნეიროპლასტიურობას განაპირობებს. “ჩაკეტილი მარყუჟის უკუკავშირული სისტემა” გამუდმებით ღებულობს ახალ ინფორმაციას გამოწვეული შედეგების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ამ ნერვულ სტიმულებს სხვა - მოტორული პასუხის განმაპირობებელი სტიმულებიც შევაუღლოთ. შედეგად, ამ უკუკავშირულ სისტემაში გამოწვეული პლასტიურობა მსგავსი იქნება ბუნებრივ პირობებში დასწავლისა, რაც საფუძვლად უდევს ცხოველთა პირობითრეფლექსურ ქცევას. დქკ-ვს სისტემის დიდი მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი საშუაელებას გვაძლევს შევისწავლოთ ნერვული პლასტიურობის ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებების დინამიკა ნეირონებსა და ნერვულ ქსელებში; ასევე, თუ როგორ ახორციელებს დასწავლას ნერვული ქსელები და რა როლს ასრულებს თითოეული უჯრედის აქტიურობა დასწავლის პროცესის წარმატებით განხორციელებაში.
- კვლევის სახელწოდება: პერცეპციული და კოგნიტიური ფუნქციების განვითარება დისლექსიის მქონე ბავშვებში
- მონაწილეები: ხათუნა ფარქოსაძე, მარინა კუნჭულია, თამარ ტატიშვილი, ნინო ლომიძე
- ვადები:12/2016 – 06/2019
- ბიუჯეტი:150 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
- მოკლე ანოტაცია: დასწავლის უნარის დარღვევა ეს არის დარღვევათა ჯგუფი, რომლის დროსაც ირღვევა წერის, კითხვის, ლაპარაკის, მათემატიკური ანგარიში უნარი. ეს დარღვევა ასევე აზიანებს ყურადღებას, მეხსიერებას, სოციალურ უნარებს და ემოციურ მდგომარეობასაც. ამასთან, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს თავიანთი ასაკისათვის ნორმალური ინტელექტი აქვთ. დისლექსია გვხვდება დასწავლის უნარის დარღვევათა 80%-ში. წაკითხვის უნარი მჭიდროდაა დაკავშირებული მხედველობით ფუნქციებთან და შესაბამისად სვამს შეკითხვას არის თუ არა დარღვეული მხედველობითი აღქმითი ფუნქცია დისლექსიის დროს. ჩვენი კვლევის ძირითადი მიზანია გავარკვიოთ არის თუ არა კავშირი პერცეპციულ და კოგნიტიურ ფუნქციებსა და დისლექსიას შორის; ახდენს თუ არა გავლენას პერცეპციული ანდა კოგნიტიუტი დეფიციტი დისლექსიის განვითარებაზე. მოცემული პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა პერცეპციული და კოგნიტიური ამოცანების გამოყენებით შევისწავლით ბავშვების განვითარებასთან ერთად მიმდინარე ცვლილებებს აღქმასა და კოგნიციაში; ერთმანეთს შევადარებთ დისლექსიის მქონე და ტიპიურად განვითარებული ბავშვების ფსიქოფიზიკური ტესტების შესრულების შედეგებს. პროექტის ფარგლებში ასევე შეისწავლება განვითარების გავლენა ამოცანების შესრულებაზე, რას გულისხმობს გაზომვების განმეორებას ერთი წლის შემდეგაც: ტესტირებული იქნება იგივე მონაწილე იმავე ტესტებით და პროცედურით.
ჩვენი კვლევის შედეგები დაგვეხმარება გავაღრმავოთ ცოდნა თუ როგორ ხდება სპეციფიკური დასწავლი უნარის დარღვევის მქონე ბავშვების კოგნიტიური განვითარება. იმედი გვაქვს, რომ ახალი მონაცემები მნიშვენლოვანი იქნება სასკოლო საგანმანათლებლო სისტემისთვის. თუკი განვსაზღრავთ კონკრეტულ პერცეპტუალურ თუ კოგნიტიურ დეფიციტს, რომელიც დამახასიათებელია დისლექსიისათვის ბავშვებში, ეს საშუალებას მოგვცემს გარკვეული სახის რეკომენდაციები მივცეთ საგანმანათლებლო სისტემის ოფიცრებს და მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ სპეციფიკური დასწავლი უნარის დარღვევის მქონე ბავშვებთან. ეს შედეგები ასევე მნიშვნელოვანი იქნება სპეციფიკური დასწავლი უნარის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შესაქმნელად.