ENG GEO

Search form

მიმდინარე კვლევები - მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტი

  • კვლევის სახელწოდება: საქართველოში გადაშენების ზღვარს მისული ნახევრად ნაზმატყლიანი და ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვრის ჯიშების მოძიება, შესწავლა, სრულყოფა საკოლექციო ფარების შექმნა.
  • მონაწილეები: ლევან თორთლაძე, გიორგი მინდიაშვილი
  • ვადები: 2018 - 2020
  • ბიუჯეტი: 97 000
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: 2016 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უდაბნოს ზამთრის საძოვრებზე,  შესწავლილ იქნა  ათი ფერმერის 4820 სული ცხვარი.  მოძიებულია  ცხრა ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი და რვანახევრად ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ზრდასრული სულადობა და ცხრა მიმდინარე წლის ჩვილი ბატკანი. დღეისათვის ექსპერიმენტის ქვეშ ირისხება: 25 სული ნახევრად ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი და 24 ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი. მიმდინარეობს ცხოველთა მოშენება და პროდუქტიულობის შესწავლა.

 

 

  • კვლევის სახელწოდება:საკვებდანამატების გარეშე, ბუნებრივი სანელებლებით დამზადებული საბავშვო, დიეტური სოსისის რეცეპტურის შემუშავება
  • მონაწილეები: ლევან თორთლაძე, დავით თორთლაძე
  • ვადები: 2018
  • ბიუჯეტი: 6000
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
  • მოკლე ანოტაცია: შპს „მარშე“ სთვის საკვებდანამატების გარეშე, ბუნებრივი სანელებლებით დამზადებული საბავშვო სოსისის რეცეპტურის შემუშავება, მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების, მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების, მარკეტინგული და კვებითი ღირებულების შეფასება, შენახვის ვადის განსაზღვრა.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზის გავრცელება და გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
  • მონაწილეები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
  • ვადები: 2016-2018 წწ
  • ბიუჯეტი: 140 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
  • მოკლე ანოტაცია: პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ცალკეული რეგიონების მიხედვით ტუბერკულოზოს გავრცელების შესწავლას მსხვილი რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზოს მაგალითზე და მის გავლენას მოსახლეობის ჯანმრელობაზე.მსხვილ რქოსანში ტუბერკულოზოს გავრცელების შესწავლა და გამოსაკვლევი მასალის აღება წარმოებს საქართველოში მოქმედ სასაკლაოებზე პირუტყვის დაკვლის პერიოდში.პროექტის ფარგლებში ხორციელდება  მიკრობიოლოგიური, პათომორფოლოგიური და ბიომოლეკულური კვლევები.