ENG GEO

Search form

მიმდინარე კვლევები - სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტი

·      კვლევის სახელწოდება: ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამების მიმართ აქტიური ფაგების დეტალური შესწავლა: უსაფრთხოება, ფარმაკოკინეტიკა და დეკონტამინაციის ექსპერიმენტები

  • მონაწილეები: მ. თედიაშილი, ბ. ლასარეიშვილი, ე. ღვალაძე
  • ვადები:2018 -2019
  • ბიუჯეტი:10 000 ევრო
  • დონორი ორგანიზაცია: STCU
  • მოკლე ანოტაცია: კვლევის ფარგლებში მოხდებაPs.aeruginosa - სპეციფიკური 2 მორფოტიპის მქონე ფაგების ფაგოლიზატების და მაღალ-გაწმენდილი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შესწავლა ექსპერიმენტში ჯანმრთელი თაგვის მოდელზე. კვლევის შედეგად პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს: როგორ ვრცელდება ფაგები  სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში და როგორ იცვლება მათი კონცენტრაცია შეყვანიდან  (ვენაში, კანქვეშ) სხვადასხვა ვადებზე, რა გავლენას ახდენს ფაგები ღვიძლზე, თირკმელზე, ფილტვებზე და თავის ტვინზე, როგორია ფაგების გავლენა ლიპიდურ ცვლაზე, ათეროგენულ  და ანთებით სტატუსზე. კვლევის მთავარი მესიჯი პასუხს იძლევა ფაგური პრეპარატების გამოყენების უსაფრთხოებაზე.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზის გავრცელება და გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე
  • მონაწილეები: თენგიზ ყურაშვილი, ლევან მაკარაძე
  • ვადები: 09.12.2016 – 01.12.2018
  • ბიუჯეტი: 140 000
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: პროექტის კვლევის მიზანს წარმოადგენს ტუბერკულოზით დაავადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა რეგიონების მიხედვით და მისი  შესაძლო გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. დავადების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდება საქართველოს ცალკეულ რეგიონებში განთავსებულ ცხოველთა სასაკლაოებზე პათომორფოლოგიური კვლევების გზით, რომელიც პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. თითოეული გამოსაკვლევი ობიექტიდან შერჩეული ნიმუშები დაექვემდებარება შემდგომ კვლევას რის გამოც მოხდება ამ უკანასკნელის ჰომოგენიზაცია.

გამოკვლევები მოგვცემს ღირებულ ინფორმაციას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზის გავრცელების მარშრუტების შესახებ ქვეყნის მასშტაბით, გაანალიზებული იქნება დაავადების პოტენციური გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ასევე მოხდება მაღალი რისკების  ზონების გამოყოფა.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: საფერავის ჯიშის ყურძნიდან გამოყოფილი სტილბენოიდური  ნაერთების ლიპიდური მეტაბოლიზმის მარეგულირებელი მოქმედების შესწავლა ჰეპატოსტეატოზის in vitro მოდელზე
  • მონაწილეები: თინათინ ქაჩლიშვილი, ნინა კულიკოვა
  • ვადები: 2017- 2020
  • ბიუჯეტი: 63 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება (NAFLD) ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის პრევალენტობა დასავლეთის ქვეყნებში 20-40% -ს შეადგენს. NAFLD-ის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია - ღვიძლში ტრიგლიცერიდების ჭარბი დაგროვება, რაც წარმოადგენს ლიპიდების სინთეზსა და მათ დაგროვებას შორის დისბალანსის შედეგს. NAFLD-ის პათოგენეზი სრულად შესწავლილი არ არის. ამჟამინდელი სამეცნიერი მონაცემებით, NAFLD-ის ერთადერთ ეფექტურ მკურნალობას კალორიების მიღების შეზღუდვა წარმოადგენს, რისი დაცვაც რთულია NAFLD-ის მქონე უმეტეს პაციენტებში. თაგვების მოდელზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კალორიების შეზღუდვა ან რეზვერატროლის გამოყენება ღვიძლს იცავს მაღალ ცხიმოვანი დიეტით გამოწვეული ცხიმის დაგროვებისგან. თუმცა, დეტალური მექანიზმები, რაც საფუძვლად უდევს რეზვერატროლით განპირობებულ ეფექტებს კვლავაც უცნობია.

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, სტეატოზის in vitro მოდელზე  დავადგინეთ, რომ გაცხიმოვნებულ ჰეპატოციტებში აღენიშნება TLR4-ის მომატებული ექსპრესია კონტროლთან შედარებით, ხოლო სტილბენოიდების მოქმედებისას ადგილი აქვს TLR4-ის ზედაპირული ექსპრესიის დაკლებას. პარალელურად სტილბენოიდების მოქმედებისას გაცხიმოვნებულ ჰეპატოციტებში ასევე აღენიშნა  ცხიმების დეპონირების შემცირება და ჟანგბადოვანი რადიკალების დონეს დაკლება.

ზემოთმოყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სტილბენოიდების გავლენით ცხიმების დეპონირების შემცირება, შესაძლებელია დამოკიდებული იყოს მათ მიერ TLR4-ს სასიგნალო გზის მოდულაციაზე.  აღნიშნული სამუშაო ჰიპოთეზის შესამოწმებლად კი ვგეგმავთ კვლევის შემდგომ ეტაპზე შევისწავლოთ  სტილბენოიდების მიერ ცხიმების დეპონირების შემცირების და TLR4-ის ზედაპირული ექსპრესიის მოდულაციის  მოლეკულური მექანიზმები, რაც, თავისთავად,  ამ ორ მექანიზმს შორის  კავშირის გამოვლენას შეუწყობს ხელს.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: ბიოდეგრადირებადი ნანომატარებლების შემუშავება ოფთალმოლოგიური სამკურნალო პრეპარატების თვალში შეყვანისათვის.
  • მონაწილეები: რამაზ ქაცარავა, დავით ტუღუში, მზევინარ ბედინაშვილი, არჩილ კეზელი,  თემურ ქანთარია, მარიამ ქსოვრელი, ხათუნა რუხაძე.
  • ვადები: 36 თვე (20.12.2017 - 20.12.2020)
  • ბიუჯეტი: 210 000
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
  • მოკლე ანოტაცია: თვალის დაავადებათა უმეტესობა იწვევს მხედველობის ხარისხის საგრძნობ გაუარესდებას, რაც შესაძლოა დამთავრდეს სრული სიბრმავით. ამ პათოლოგიების მკურნალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე ოფთალმოლოგიისთვის. თვალი, მიუხედავად მოჩვენებითი მოწყვლადობისა, კარგად არის დაცული ეფექტური მექანიზმებით, რომლებიც სწრაფად აძევებენ წამლებს ჩაწვეთების შემდეგ (ხამხამი, ცრემლდენა და სხვ.), ასევე ფიზიკურ-ქიმიური ბარიერებით, როგორიცაა, მაგალითად, რქოვანა გარსი, რომელიც ხელს უშლის წამლის ინტრაოკულარ შეღწევადობას. შესაბამისად, თვალის წვეთების თერაპიული ეფექტურობა, რაც განაპირობებს რისკის შემცველი ინტრაოკულარული ინექციების აუცილებლობას. ხშირი ინტრაოკულარული ინექციები კი იწვევს არასასურველ რეტინალურ გართულებებს. ამგვარად, წამლების ინტრაოკულარული (ინტრავიტრეალური) მიწოდება მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოფთალმოლოგიური მიმართულების ფარმაკოლოგებისთვის.

პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი რაციონალური გზაა წამლით დატვირთული ნანონაწილაკების − ნანოსფეროების (ნს) გამოყენება, რომელთაც შესწევთ უნარი გააღწიონ ოკულარულ ბარიერებში, მას შემდეგ რაც ჩაწვეთებულ იქნებიან თვალში, ისევე როგორც უზრუნველყონ (უკვე ვიტრეუმში) წამლების კონტროლირებადი გამოთავისუფლება და თერაპევტული კონცენტრაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. აღნიშნულის შუქზე, პროექტის სპეციფიკური ამოცანებია: (i) პროექტში მონაწილე ქიმიკოსთა გუნდის მიერ შემუშავებული ორიგინალური ამინომჟავური ბიოდეგრადირებადი პოლიმერების სინთეზი და დახასიათება, (ii) ამ პოლიმერების საფუძველზე ნს-ის, მათ შორის დადებითად დამუხტული და პეგილირებული ნს-ის მიღება, (iii) ნს-ის დატვირთვა მარკერით (ფლუორესცეინ დიაცეტატით, FDA), (iv) ნს-ის ბიოდეგრადაციის და მათგან FDA-ს გამოყოფის შესწავლა ცდებში in vitro, (v) ნს-ის ბიოშეთავსებადობის და უჯრედებში შეღწევადობის კვლევა ცდებში vitro მდგრადი უჯრედული ხაზების გამოყენებით და (vi) ნს-ის in vivo ინტრაოკულარული შეღწევადობის.

 

  • კვლევის სახელწოდება: საქართველოს ბაზედიომიცეტების ანტიმიკრობული აქტივობის შეფასება და მათი ბიოსინთზის პოტენციალის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება
  • მონაწილეები: კახა დიდებულიძე, ვლადიმერ ელისაშვილი, ეკა მეტრეველი, თამარ ხარძიანი
  • ვადები: 2018 - 2020
  • ბიუჯეტი: 210 000
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
  • მოკლე ანოტაცია:ახალი ანტიმიკრობული საშუალებების ძიება შედის ახალ ფაზაში, ვინაიდან ვეტერინარასა და მეცხოველეობაში ანტიბიოტიკების უსისტემო გამოყენებამ გამოიწვია მიკროოგანიზმთა რეზისტენტული რასების ფორმირება და ბევრი სამკურნალო საშუალება არაეფექტური გახადა. საშუალება საიდანაც შეიძლება მიღებული იქნას ახალი საშალებები არის ბაზედიალური სოკოები, რომელთა ანტიბაქტერიული პოტენციალი არ არის შესწავლილი. საქართველოში არსებობს ბაზედიალური სოკოების დიდი ნაირსახეობა, რომელიც დიდ ინტერესის სფეროს წარმოადგენს როგორც ქართველი ისე უცხოელი მეციერებისათვის შესაბამისად აღნიშნული მიმართულება არის პერსპექტიული დარგი ახალი ანტიბაქტერიული ნივთიერებების მიღებისა და დანერგვისა.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება. 
  • მონაწილეები: კახა დიდებულიძე, თამარ ჯაფარიძე, ვლადიმერ ბარამიძე, ელიზბარ ელიზბარაშვილი
  • ვადები: 2017-2018 წ
  • ბიუჯეტი: 170 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
  • მოკლე ანოტაცია: ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება მოსახელობის კვებითი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად წარმოადგენს თანამედროვე კვების ტექნოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. ამ მხრივ პრიორიტეტული მიმართულებაა ეროვნული, ადგილობრივი, ქართული პროდუქციის შექმნა და შეთავაზება მომხამრებლისათვის. ესეთ პროდუქტს წარმოადგენს დამბალხაჭო, რომელიც მრაბალი საუკუნის მანძილზე წარმოადგენდა ქართული ეთნიკური კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს. სამუშაო მრავალსაფეხურიანია, რომელიც მოიცავს დამბალხაჭოს ნიმუშების შეგროვებას და მისი მიკრობიომის შესწავლას. პროექტის მიზანია ეროვნული საკვები პროდუქტის პუპულარიზაცია და მისი საწარმოო ტექნიკური ხაზის პროტოტიპის შექმნა რათა შემდგომში მოხდეს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის - დამბალხაჭოს წარმოების დანერეგვა და ფართო გამოყენება მომხმარებლის მიერ.