ENG GEO

Search form

მიმდინარე კვლევები - საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი

  • კვლევის სახელწოდება: სალენის ტიპის ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა
  • მონაწილეები:  ელიზბარ ელიზბარაშვილი, თენგიზ ნოზაძე, თინათინ ბუთხუზი, ვეკუას სახელობის სკოლისა და ევრიპული სკოლის მოსწავლეები
  • ვადები: 07.2018 - 12.2018
  • ბიუჯეტი:  12 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: პროექტი „სალენის ტიპის ნაერთების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა“ განხორციელდება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ბაზაზე, ამავე სკოლის და ევროპული სკოლის მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამონაწილეობით. შიფის ფუძეები წარმოადგენენ მეტად საინტერესო თვისებების ნაერთებს, რომელიც მიუხედავად საფუძვლიანი შესწავლისა, კვლავაც მრავალი მეცნიერის კვლევის ობიექტს წარმოადგენს, რაზეც მიუთითებს ბოლოს წლებში გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი სამეცნიერო შრომები და პატენტები. მათი მიღება მარტივია და შესაძლებელია განხორციელდეს სასკოლო ლაბორატორიის პირობებშიც, არ საჭიროებს  ტოქსიკური ნაერთების გამოყენებას. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვებიან მე-9-მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ  მიზნობრივი ნაერთების სინთეზს და თავადვე გამოცდიან მიღებული ნაერთების ფლუორესცენტულ და ბაქტერიოციდულ თვისებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინტერ დისციპლინური თვალსაზრისით, რათა მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ ქიმიისა და ბიოლოგიის მჭიდრო ურთიერთკავშირის საჭიროება და შესაძლებლობები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდება ქიმიის კლუბი და ქიმიური ლაბორატორია აღიჭურვება ლაბორატორიული მოწყობილობებით, რომელიც წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული ქიმიის სწავლებასა თუ სხვა კვლევითი პროექტების განხორციელებაში. მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაიღრმავებენ ცოდნას ქიმიაში, გამოიმუშავებენ ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობის უნარ-ჩვევებს, განუვითარდებათ ანალიტიკური აზროვნება და გაიაზრებენ  ქიმიის როლს მეცნიერებასა და ყოფაცხოვრებაში, ეკოლოგიურად უსაფრთხო მომავლის შექმნაში

 

  • კვლევის სახელწოდება: „დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება.
  • მონაწილეები: თამარ ჯაფარიძე, ვლადიმერ ბარამიძე, ელიზბარ ელიზბარაშვილი
  • ვადები: 12.2016-12.2018
  • ბიუჯეტი: 240 140
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: დამბალხაჭო წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილობრივ, ისტორიულ პროდუქტს. იგი ძირითათად იწარმოება კუსტარული გლეხური მეურნეობების მიერ საქართველოს მხოლოდ ერთ რეგიონში - ფშავში. პროუქტის კუსტრატულ პირობებში დამზადებსის გამო ხარისხი და გემური მაჩვენებლები ძლიერ ვარირებს და ვერ აკმაყოფილებს სასაქონლო პროდუქტისათვის საჭირო მახასიათებლებს. მიმდინარე პროექტში შეისწავლება დამბალხაჭოს მაფერმენტირებელი მიკროფლორა და დადინდება მისი საწარმოო ოპტიმალური პირობები. კერძოდ, დადგინდება, თუ რომელი სოკოს შტამ(ებ)ი განაპირობებენ ხაჭოს გარდაქმნას დამბალხაჭოში, მათი ოპტიმალური კონცენტრაცია და კულტივირების პირობები, რომლის დროსაც არ ექნება ადგილი დაძველების გვერდით არასასურველ პროცესებს. მიღებული ლაბორატორიული ექსპერიმენტის შედეგების საფუძველზე დადგინდება საწარმოო ოპტიმალური პირობები, შეიქმნება დამბალხაჭოს პილოტური საწარმოო ხაზი, რომელიც მოიცავს ხაჭოს ჰომოგენიზატორ - შემრევს, საშრობ დანადგარს, დაძველების კამერასა და შესაფუთ დანადგარს.