კვლევის სახელწოდება: უცხოურ გენბანკებში დაცულ მცენარეთა ადგილობრივი გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების მოძიება, რეგენერაცია და დახასიათება
მონაწილეები: მ. ბეციაშვილი, ნ. ბიწაძე, ც. სამადაშვილი, ე. მოთიაშვილი, მ. ტყებუჩავა, ნ. სილაგავა, ა. ქადაგიშვილი
ვადები: 12.12.2016 – 11.12.2019
ბიუჯეტი: 208 880 ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსათაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: ნიადაგურ-კლიმატური პირობების ფართო სპექტრი განაპირობებს საქართველოს კულტურული თუ ველური ფლორის მრავალფეროვნებას. ამასთან საქართველო წარმოადგენს მრავალი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების სხვადასხვა სახეობების წარმოშობის ერთ-ერთ ძირითად კერას. გენეტიკურმა ეროზიამ და სელექციური, მაღალმოსავლიანი ჯიშების გავრცელებამ ხელი შეუწყო ხალხური, ტრადიციული ჯიშების გაქრობას. გასულ საუკუნეში ჩატარებული მრავალრიცხოვანი ექსპედიციების შედეგად შეგროვებული ქართული გენეტიკური მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამადაც დაცულია საერთაშორისო გენბანკებში. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოდან სხვადასხვა პერიოდში გატანილი და უცხოურ გენბანკებში დაცული, მცენარეთა უმნიშვნელოვანეს კულტურათა გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების მოძიება და დაბრუნება. მიმდინარეობს დაბრუნებული მარცვლოვანი, ფეტვნაირი, პარკოსანი და ბოსტნეული კულტურების ტაქსონომიური და ჯიშური იდენტიფიკაცია, დახასიათება, შეფასება, რეგენერაცია და კონსერვაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. იდენტიფიცირებული და დახასიათებული მასალა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის კოლექციებს.