ENG GEO

Search form

მიმდინარე კვლევები - მცენარეთა კოლექცია

  • კვლევის სახელწოდება: კლიმატის ცვლილებების გავლენა სხვადასხვა ნიადაგური პირობების  ვაზის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე (კახეთის ზონის რქაწითელის მაგალითზე)
  • მონაწილეები: ნონა ჩხაიძე, ანა ვეშაგურიძე
  • ვადები: 15.03. 2017- 31.12.2019
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: კვლევის მთავარი ამოცანებია  კლიმატის ცვლილების გავლენა 1. ერთსა და იმავე კლიმატურ პირობებსა და სხვადასხვა ნიადაგზე (წინანდლის მიკროზონა, სოფ. ვარდისუბანი და კისისხევი) და 2. სხვადასხვა კლიმატურ და ერთი და იგივე ნიადაგურ პირობებში (წინანდლის მიკროზონის სოფ. ვარდისუბანი და ნაფარეულის მიკროზონის სოფ. ლალისყური) მოზარდ რქაწითელზე. ჩატარდა და მიმდინარეობს  ძირიტადი მეტეოროლოგიური მახასიათებლების მოპოვება და ანალიზი  სამ სხვადასხვა ლოკაციაზე.  ფენოლოგიური დაკვირვებები და  სავეგეტაციო  პერიოდის ხანგრძლივობის დადგენა; შესწავლილი იქნა ვაზის ზრდის ღონე; მოსავლიანობა; დაავადებები; მავნებლები; სამარაგო ნივთიერებების დაგროვება და მომწიფების ხარისხი.
  • კვლევის სახელწოდება:  "Halyomorpa halys-ის  ბიოლოგიური თავისებურებების და მის წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის საშუალებების შესწავლა საქართველოში"
  • მონაწილეები: ნონა ჩხაიძე, ნატალია ხარაბაძე
  • ვადები:   15.03. 2018- 31.12.2020
  • დონორი ორგანიზაცია:  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო  ფონდი და გერმანიის ფოლცვაგენის  ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: კვლევის ძირითადი  მიმართულებებია: 1.  აზიური ფაროსანას  ბიოეკოლოგიური თავისებურებების დადგენა დასავლეთ საქართველოს  რეგიონებში; 2. მწერისა და მკვებავი მცენარის  ურთიერთდამოკიდებულების, მცენარეში მიმდინარე პათოანატომიური, ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური თავისებურებების შესწავლა და გამძლეობის მარკერების  დადგენა; (ჩვენი ლაბორატორიის პოზიცია) 3. მწერის ბუნებრივი მტრების (მაკრო და მიკროორგანიზმების)  გამოვლენა და ეკოლოგიურად უსაფრთხო ბრძოლის  ღონისძიებების შემუშავება.  კვლევის მთავარი ობიექტია თხილი (Corylus avellana L.), სამოდელო მცენარეები -პარკოსნები. კვლევის შედეგად დადგინდა: 1. მწერის მკვებავი მცენარეები ლაბორატორიულ პირობებში; 2. ლაბორატორიაში ადაპტაციის პირობები: 3. საუკეთესო სამოდელო მცენარე (ლობიო); 4. მცენარის პირველი რეაქციები მავნებელზე; 5. დაზიანებული მცენარის პათოანატომიური და პათოფიზიოლოგიური რეაქციები; 6.  მწერის მიერ ლობიოს  ჯიშების შერჩევა  საკვებად.   თხილის სხვადასხვა ჯიშების ყლორტები და ნაყოფები გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან ფიქსირებულია საანალიზოდ.