კვლევის სახელწოდება: უცხოურ გენბანკებში დაცულ მცენარეთა ადგილობრივი გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების მოძიება, რეგენერაცია და დახასიათება
მონაწილეები: მ. ბეციაშვილი, ნ. ბიწაძე, ც. სამადაშვილი, ე. მოთიაშვილი, მ. ტყებუჩავა
ვადები: 12.12.2016 – 11.12.2019
ბიუჯეტი: 208 880 ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსათაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: საქართველოდან სხვადასხვა პერიოდში გატანილი და უცხოურ გენბანკებში დაცული, მცენარეთა უმნიშვნელოვანეს კულტურათა გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების დაბრუნება, მათი ტაქსონომიური და ჯიშური იდენტიფიკაცია, დახასიათება, შეფასება, რეგენერაცია და კონსერვაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
კვლევის სახელწოდება: არბუსკულურ-მიკორიზული სოკოების გავლენა ხორბლის ზოგიერთი ქართული გენოტიპის ფოსფორის შეთვისების უნარზე
მონაწილეები: ს. შანიძე, ნ. ბიწაძე
ვადები: 2018
ბიუჯეტი: 6000
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: არბუსკულურ – მიკორიზული სოკოები ობლიგატური ბიოტროფები არიან და მცენარეების ფესვებთან სიმბიოზურად ურთიერთქმედებენ. ეს სოკოები მცენარეებს წყლის და მინერალური ნივთიერებების შეთვისებაში ეხმარებიან და განაპირობებენ მცენარეების გამძლეობას დაავადებებისა და აბიოტური სტრესის მიმართ. ამის გამო, სოკოების ამ ჯგუფის შესწავლა სამეცნიერო წრეებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით საინტერესოა სოკოების ამ ჯგუფის წარმომადგენლების გავლენის შესწავლა ხორბლის მაგალითზე, რადგან საქართველო ითვლება ქვეყნად, სადაც მოხდა ხორბლის დომესტიკაცია.