ENG GEO

Search form

მიმდინარე კვლევები - გელა თევზაძის სახელობის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია

  • კვლევის სახელწოდება: დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება
  • მონაწილეები: თამარ ჯაფარიძე, ვლადიმერ ბარამიძე
  • ვადები: 2016-2018
  • ბიუჯეტი: 224 540
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: დამბალხაჭო წარმოადგენს უნიკალურ, ტრადიციულ ქართულ ფერმენტირებულ რძის პროდუქტს, რომელიც მიიღება ხაჭოს ფერმენტაციით და წარმოადგენს დაპატენტებულ სავაჭრო ნიშანს. იგი ოდითგანვე იწარმოებოდა საქართველოს მაღალმთიანი ზონაში, და ხასიათდება უნიკალური კვებითი, ტექსტურალური, ჯანმრთელობისთვის სასრგებლო და გემოვნური თვისებებით.   გასულ წლებში ბაზარზე მოთხოვნა და საზოგადოების ინტერესეი დამბალხაჭოს მიმართ საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ  სპეციფიური, უძველესი წარმოების ტექნოლოგიის გამო, დამბალხაჭოს დამზადება  ლოკალიზებულია მხოლოდ კონკრეტულ ეკო-რეგიონებში, კერეძოდ კი თუშეთში და არ არის  ფართოდ გავრცელებული საქართველოს სხვა რეგიონებში. აქ დამბალხაჭო ადგილობრივი მოსახლეობის დღიური რაციონის ნაწილს წარმოადგენდა და უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე იწარმოება მცირე ოჯახურ მეურნეობებში.