- კვლევის სახელწოდება: ხილის ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება და თეორიული დასაბუთება
- მონაწილეები: მერაბ ჟღენტი, ლევან გულუა, თამარ თურმანიძე
- ვადები: 2016-2018
- ბიუჯეტი: 210 409
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: პროექტში განსახორციელებული ამოცანების მეცნიერულ და ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული ისეთი ახალი კომბინირებული პრეპარატის მიღება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, კომპლექსურად გადავწყვიტოთ ხილის ნედლად შენახვის დროს არსებული რიგი პრობლემური საკითხები, კერძოთ ხილის ახალი პრეპარატით დამუშავებით შენახვის პროცესში მინიმუმამდე შევამციროთ მიკრობიოლოგიური და ფიზიოლოგიური დაავადებები და მაქსიმალურად გავზარდოთ შენახვის ხანგრძლივობა.
კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში გავრცელებული თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი ხილის პერსპექტიული ჯიშების ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება, რომლის დროსაც შენახვის პროცესში მინიმუმამდე შემცირდება დანაკარგები და მნიშვნელოვნად გაიზრდება შენახვის ხანგრძლივობა ხარისხის მაჩვენებლების მაქსიმალურად შენარჩუნებით.
ახალი კომბინირებული პრეპარატის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლის აღების შემდგომ დამწიფების პროცესის შენელებას და მნიშვნელოვნად შეზღუდავს მიკრობიოლოგიური სახის დანაკარგებს.
საქართველოში ახალი ინტროდუცირებული ხილის: ვაშლის, ბლის, ქლიავის, ატმის, ასევე კენკროვანი კულტურების- ლურჯი მოცვის, ჟოლოს და მარწყვის პერსპექტიული ჯიშების ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური გამოკვლევა, შეფასება კვებითი ღირებულების და შენახვისუნარიანობის თვალსაზრისით.
პრეპარატის ოპტიმალური კონცენტრაციის გამოცდა სხვადასხვა ხილის ჯიშებზე, მათი შენახვისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით.
- კვლევის სახელწოდება: პანკრეატული ლიპაზას ახალი სპეციფიური ინჰიბიტორის შექმნა
- მონაწილეები: ლევან გულუა, მერაბ ჟღენტი, თამარ თურმანიძე
- ვადები: 2016 - 2018
- ბიუჯეტი: 140 000
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: ჭარბწონიანობა ინდუსტრიალური ქვეყნებისათვის დამახასიათებელ მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ცხიმების შეთვისების შემცირების მიზნით პანკრეატული ლიპაზას აქტივობის ნაწილობრივი ინჰიბირება განიხილება როგორც ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად. ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მცენარეული წარმოშობის მრავალი კლასი იქნა გამოკვლეული პანკრეატული ლიპაზას ნატურალური ინჰიბიტორის გამოსვლენად. მიკროორგანზმების მიერ გამოიმუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებიც იქნა შესწავლილი ამავე მიზნით. მუხედავად ამისა, დღეისათვის მხოლოდ მიკრობული წარმოშობის ერთადერთი პრეპარატი - ორლისტატი - გამოიყენება მედიცინაში, როგორც ლიპაზას ინჰიბიტორი. აქედან გამომდინარე, ამჟამად არსებობს დიდი მოთხოვნა ახალ ბუნებრივ ანტილიპაზურ პრეპარატებზე, რათა მომავალში შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება ჭარბწონიანობის წინააღმდეგ. წარმოდგენილი პროექტის მიზანია ადამიანის პანკრეატული ლიპაზას ახალი, სპეციფიური ინჰიბიტორის შექმნა. პროექტის ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს ლიპაზას სუბსტრატის მოდიფიცირება იმგვარად, რომ ის სუბსტრატის ნაცვლად გარდაიქმნას ლიპაზას კონკურეტულ ინჰიბიტორად. ამისათვის განზრახულია ტრიგლიცერიდებსა და პოლიფენოლებს შორის ურთიერთქმედების შედეგად ამგვარი ახალი ტიპის ინჰიბიტორის შექმნა. პროექტის განხორციელების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები გამოავლენენ ინტერესს ახალი ანტი-ლიპაზური პრეპარატის მიმართ. ასევე, საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ დიდი დაინტერესება პროექტის შედეგების საფუძველზე ჭარბი წონის მქონე მომხმარებლისათვის ახლი ტიპის ფუნქციონალური საჭმელის ან სამელის შესაქმნელად.