საერთაშორისო კონფერენციები - კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ლაბორატორია
თარიღი:21-23. 05.2013
კონფერენციის სახელწოდება: The 3-nd International Conference of Young Scientists – “Chemistry Today”
ჩატარების ადგილი: თბილისი, საქართველო.
მოკლე ანოტაცია: ახალგაზრდა მეცნიერთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია-„ქიმია დღეს“ ეძღვნებოდა ქიმიის დარგში არსებულ მიღწევებს და ახალ გამოწვევებს. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმოამდგენლები, მათ შორის აშშ-დან, ირლანდიიდან, გერმანიიდან და სხვ. ჩვენ მიერ წარდგენილი იყო მოხსენება სათაურით „კალციუმის იონის ზეგავლენა კენკროვანი ხილის ბიოქიმიურ მაჩვენებელზე შენახვის პროცესში“.
თარიღი: 07.03.2016
კონფერენციის სახელწოდება: The IRES 32nd International Conferenceof food and agricultural engineering
ჩატარების ადგილი: იტალია, რომი.
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: მოხსენებაში განხილული იყო მცენარეული ნედლეულის ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული აქტივობა. კერძოდ შესწავლილი იყო სხვადასხვა სახეობის ჩაის ქიმიური და ბიოქიმიური მაჩვენებლები.
თარიღი: 13-14.04.2016
კონფერენციის სახელწოდება: 82 International scientific conference of young scientist and students "Youth scientific achievements to the 21st \century nutrition problem solution"
ჩატარების ადგილი: უკრაინა, კიევი, კვების ტექნოლოგიის ეროვნული უნივერსიტეტი.
მოკლე ანოტაცია: კონფერენციაზე წარდგენილი იყო კვლევის შედეგები, რომელიც შეეხებოდა საქართველოში წარმოებული უეკლო მაყვლის გაყინვით შენახვის ტექნოლოგიას და შენახვის პროცესში მასში მიმდინარე პროცესებს.
თარიღი:13-14. 05.2018
კონფერენციის სახელწოდება: 384th International Conference on food and Agricultural Engineering
ჩატარების ადგილი: ბელგია, ბრიუსელი
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: კონფერენციაზე მიწვეული იყო სამი მომხსენებელი და წარდგენილი იყო სამი ნაშრომი. მოხსენებები შეეხებოდა კურკოვანი და კენკროვანი კულტურების ნედლად შენახვის ახალ ტექნოლოგიას. კერძოდ შენახვას კომბინირებული ხსნარის გამოყენებით, რომელიც მნიშვნელოვან დადებით ეფექტს იძლევა როგორც შენახვის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.